1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს წყებს

ESG ელჩი თიბისის უნიკალური ინიციატივაა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრუქტურების გაძლიერება და ამ მიმართულებით  თიბისელების ჩართულობის გაზრდაა.

 

პროექტის მონაწილეები თიბისის ESG ელჩები (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებით) გახდებიან, როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და საკუთარ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივ სიკეთესა და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში. ამ ინიციატივით, თიბისელები ერთად იზრუნებენ  გარემოს დაცვაზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასა და მომხმარებლების მხარდაჭერაზე. ეს კი საბოლოო ჯამში თიბისის ბიზნესსაქმიანობის ისე წარმართვას შეუწყობს ხელს, რომ ყველა მონაწილემ და დაინტერესებულმა მხარემ სარგებელი მიიღოს.

 

პროექტში ჩართვა ნებისმიერ თიბისელს შეუძლია,  რომელიც ინიციატივის მიმართ ინტერესს გამოხატავს და შესაბამის აპლიკაციას შეავსებს. ჟიურის წევრების მიერ ESG ელჩების შერჩევის შემდეგ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ  თიბისის მიერ დასახული მიზნების შესრულებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში,  მათი ფილიალის, განყოფილების, ქალაქის, რეგიონის ან საქმიანობის ინტერესების გათვალისწინებით. ESG ელჩები გაიღრმავებენ ცოდნას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სფეროებში და წვლილს შეიტანენ მომხმარებლების, ორგანიზაციისა და საზოგადოების მდგრადობის ხარისხის ამაღლებაში. 

 

როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ  საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოვიწყეთ ESG  ელჩების სახით, რადგან ამ ღირებულებების კომპანიის მასშტაბით  გავრცელება და კულტურაში დანერგვა ESG მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთო კეთილდღეობის შექმნაში. დარწმუნებული ვარ,  კეთილი მიზნების განხორციელებას ბევრი თიბისელი შემოუერთდება და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივებაში ამ ფორმითაც შევიტანთ წვლილს.“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ESG მიმართულება თიბისის სტრატეგიის უმნიშველოვანესი ნაწილია და ის ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც კომპანიას პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს.  თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. მისი საქმიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენით თიბისი ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების წარმოქმნას, ტექნოლოგიებში განათლების ხელმისაწვდომობას, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების პოპულარიზაციას, ინოვაციური ორგანიზაციული პროცესებისა და პროდუქტების დანერგვას, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სხვა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...