1 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Shell-ის მაღალი ხარისხის ზეთები სპეციალურად BMW-ს მფლობელებისთვის - ექსკლუზიური შესაძლებლობა „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს

მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების, Shell-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში, Transcaucasian Distribution Companyწელს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლით იწყებს. „თეგეტას“ შვილობილი კომპანია 2024 წლიდან მომხმარებელს Shell-ის სპეციალურად BMW-ს მარკის ავტომობილებისთვის შექმნილი ძრავის ზეთებს სთავაზობს.

 

იმ დინამიკისა და შესრულების დონის მისაღწევად, რასაც  BMW-ს წარმოების მანქანები გვთავაზობენ, საუკეთესო ხარისხის ზეთის გამოყენებაა საჭირო. ამ საქმეს თავად ბრენდი უკვე წლებია, Shell-ის წარმოებას ანდობს. სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ქართული ბაზრისთვის ექსკლუზიური შესაძლებლობა გაეჩინა – 2024 წლიდან „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში Shell-ის სპეციალურად BMW-სთვის შექმნილი ზეთების ყიდვა შეგიძლიათ. 

ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერისაქართველოში საკმაოდ პოპულარულია BMW-ს მარკის ავტომობილები. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათი მფლობელებისთვის ის ძრავის ზეთი შეგვეთავაზებინა, რომელსაც თავად ბრენდი გლობალურად იყენებს. ამ ზეთის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორისაა: უსაფრთხოება, ხარისხი, ეკონომიურობა, ეფექტურობა და სხვა. 

BMW-ს ორიგინალი ძრავის ზეთი ხარისხის მკაცრ სტანდარტებსა და გარემოსდაცვით ტესტებს ეფუძნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ, თავი დაცულად იგრძნონ და  დარწმუნებულები იყვნენ ძრავისგამართულად მუშაობაში, რაც, თავის მხრივ,უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, ორიგინალი ზეთის გამოყენება ხელს უწყობს CO2 გამონაბოლქვის შემცირებას და ზეთის ნაკლებ მოხმარებას, რაც საწვავის დაზოგვის კუთხითაც მნიშვნელოვანია“

 

Shell-ისა და BMW Group-ის თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის. ცოტა ხნის წინ მათი პარტნიორობის ხელშეკრულება განახლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Shell კვლავაც რჩება გლობალური მასშტაბით BMW-სთვის ძრავის ზეთის მთავარ მიმწოდებლად. BMW Group-ში მიაჩნიათ, რომ Shell-ისმაღალი ხარისხის პროდუქცია ეხმარება BMW-ს, მომხმარებელს იდეალური გამოცდილება შესთავაზოს. 

 

ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის მენეჯერიShell-სა და BMW Group-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს. ხელშეკრულება, რომელიც მათ შორის ახლახან განახლდა, 150-ზე მეტ ქვეყანას ფარავს. ეს კონკრეტული ზეთი Shell PurePlus ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც  საბაზისო ზეთების ბუნებრივი აირისგან წარმოებას მოიაზრებს. საბაზისო ზეთები საპოხი მასალის 80%-ს შეადგენს და ძრავის ზეთის ძირითადი კომპონენტებია. Shell-ის ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია, 40 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შემუშავდა და ბუნებრივ აირს კრისტალურად გამჭვირვალე საბაზისო ზეთად გარდაქმნის. 

ისეთი წამყვანი პრემიუმ მწარმოებლის მხრიდან, როგორიც BMW-ა, ასეთი ნდობის გამოცხადება Shell-ის ტექნოლოგიის უდავო უპირატესობაზე მიუთითებს“.

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში, ბრიტანული ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. BMW-ს მფლობელებისთვის სპეციალურად ამ მარკისთვის დამზადებული ძრავის ზეთის შეთავაზებაც, მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის გაზრდას ემსახურება.

 

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Transcaucasian Distribution Company 2010 წელს დაარსდა და რეგიონულ ბაზარს პრემიუმ ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. ესენია: Shell, Brembo, Energizer, Exide, Deta, Hagen, Hengst, Mann, Filtron. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების დისტრიბუციას TDC საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებს. 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...