1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეამოწმე ანტიფრიზი და „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია გრძელდება

ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული პრინტ სერია „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება და ტრადიციულად მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

კრეატიულ ბანერებზე ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონური პროდუქტებია გამოსახული და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, რომელიც ზამთრის დღეებში ავტომობილის შეუფერხებლად გადაადგილებას უზრუნველყოფს, ანტიფრიზია.

ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ეს არის სითხე, რომელიც გაზავების შემდეგ -680-დან -110-მდე ტემპერატურას უძლებს, ამასთანავე მაღალი კონცენტრაციის ანტიფრიზს ყინვამედეგობასთან ერთად, უუმჯობესდება სითბომეგობაც 1600-1800-მდე, რაც იცავს ძრავს გადახურებისა და კოროზიისგან.

ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ანტიფრიზი.

თუ მომავალი დღეების მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს გადახედავთ, ნახავთ, რომ ღამით, ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს სცდება. ასეთი ტემპერატურის პირობებში ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე რომ არ გაიყინოს და ძრავი ან რადიატორი არ დაგვიზიანდეს, ერთადერთი გამოსავალია ანტიფრიზის ხარისხის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა.

ანტიფრიზის გამოცვლის სიხშირე ყველა მძღოლისთვის სხვადასხვაა. ამიტომ, სეზონების ცვლილებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ანტიფრიზის სამუშაო რესურსი, მისი დონე და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაანაცვლოთ ახლით, რათა დაცული იყოთ ნებისმიერი ამინდისა და ტემპერატურის პირობებში.

მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის მის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიფრიზი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფერის. მწარმოებლები გარკვეული დანამატების მეშვეობით აძლევენ ფერს იმისთვის, რომ მძღოლმა შეძლოს მისი გარჩევა სხვა სითხეებისგან. სპეციფიკური შეფერილობის დამსახურებით, გაჟონვის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

ზამთრის ცივ დღეებში ავტომობილის გასამართად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...