1 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Geely Sakartvelo-მ ქართულ ბაზარს ახალი, საუკეთესო კორპორაციული ავტომობილი Geely Emgrand წარუდგინა

 

Geely Emgrand საქართველოშია. ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის თანამედროვე და ელეგანტური სედანი იდეალურია კორპორაციული შესყიდვებისთვის და Geely Sakartvelo-ს შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. 

Emgrand გამორჩეული სედანია, კლასიკური და დამახასიათებელი ექსტერიერით, რომელიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინთან და ტექნოლოგიებთან. Emgrand იდეალურია როგორც ურბანული სივრცისთვის, ისე შორეული მოგზაურობისთვის. ის აგებულია ინოვაციური მოდულური პლატფორმის BMA-ს საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია Geely-ის მიერ, ევროპელი ტექნიკოსების მონაწილეობით. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მეტ სივრცეს ინტერიერში.

Geely Emgrand აღჭურვილია 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქგარეთ მგზავრობისას საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრს შეადგენს, შერეული - 5,8 ლიტრს. მომხმარებლის სურვილისამებრ გადაცემათა კოლოფის შერჩევაც შესაძლებელია, კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია მექანიკური ან ავტომატური ტრანსმისია.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი  სიახლე შევთავაზეთ. ჩვენს შოურუმში ახლა უკვე Geely Emgrand-ც ხელმისაწვდომია. ეს არის C და B სეგმენტს შორის არსებული სედანი. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ბაზარს და ვსწავლობთ მომხმარებელთა განწყობებს. საცალო ბაზრისგან განსხვავებით, კომერციული მიმართულებით სედანზე მოთხოვნა მზარდია. შესაბამისად, ჩვენ ქართულ ბაზარს წარვუდგინეთ მოდელი, რომელიც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა. Emgrand-ის ფასები კომპლექტაციის მიხედვით $14 500-დან $17 000-მდე მერყეობს. საქართველოში Geely Emgrand 4 კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელები ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მას ოფიციალური გარანტიაც მოჰყვება“.

Geely Emgrand აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოებისა და მულტიმედია სისტემებით. ინტერიერში დაგხვდებათ 12,3-დიუმიანი ცენტრალური მონიტორი, Apple Car Play-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით. ასევე უკანა ხედვის კამერა, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა და მძღოლის სხვა დამხმარე ფუნქციები.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...