2 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას“

გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან. 

ვთვლით, რომ არ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, ხოლო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საქართველოს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია. მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, როგორებიცაა „ბაიერ კონსუმერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი "ასპირინი“), „სანოფი“, (ყველაზე ცნობილი ბრენდი ნო-შპა), „რეკიტ ბენკიზერი“ (ყველაზე ცნობილი ბრენდი NUROFEN),  ცნობილი ფრანგული კომპანია „ლორეალი“ (VICHY-ს ბრენდი), „შტადა“ - "ნიჟფარმი“. ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არამარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც, ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით.

სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ნაწილმა უკვე შეცვალა მომარაგების გზები და პირდაპირი მოწოდებით, ჩვენი მეშვეობით, აწვდის საქართველოს თავის პროდუქციას, - „ლორეალი“ - საფრანგეთიდან, „სანოფი“ - უნგრეთიდან და "ბაიერი“ შვეიცარიიდან.  დასავლურ კომპანიებს გადააქვთ თავისი ლოჯისტიკური საწყობები, მთელი ინფრასტრუქტურა, ცვლიან ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და  ახორციელებენ საქართველოსთან პირდაპირ ბიზნეს-ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა!

ზემოთ აღნიშნული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანიის წინააღმდეგ არაობიექტური ინფორმაცია ვრცელდება. ამას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგი ზეწოლის და დაზარალების მცდელობას, რადგან სხვა კომპანიებთან ერთად ჩვენც შევუერთდით მოსახლეობაზე ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების დანიშვნის და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...