0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასები „ახალ საირმეში“

 

„ახალი საირმე“  შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს მასპინძლობს. მატეო სივერო, რომელიც მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის სტატუსს ფლობს, საირმეში პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. მისი მასტერკლასები იტალიური სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციებსა და მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკებს მოიცავს. სემინარებში მოქმედი მზარეულები და შეფები მონაწილეობენ.

 

მატეო სივერო, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფი: „მიხარია, რომ იტალიური სამზარეულოს მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია და ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრებისას მოლეკულური სამზარეულოს საფუძვლების, ასევე იტალიურ სამზარეულოში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ვისაუბრეთ და ეს ტექნიკები პრაქტიკაშიც გამოვცადეთ. მოხიბლული ვარ აუდიტორიით, მსმენელები დიდ ინტერესს იჩენენ მოლეკულური სამზარეულოს მიმართ და შეხვედრები ძალიან ინტერაქციულია. მათი მონდომება და ინტერესი მასტერკლასებს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და ნაყოფიერს ხდის. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო კურორტ საირმის არაჩვეულებრივი ბუნება, უნიკალური წყლები და სტუმართმოყვარეობა“.

 

პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით იმერეთის რეგიონიდან 15 შეფი გადამზადდება.

გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მიშლენის შეფების მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში გასტრონომიის სფეროს განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფი მართავს ტრენინგებს. ვფიქრობ, ეს მონაწილეებისთვისაც დიდი მოტივაცია და გამოცდილებაა, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა“.

ინტენსიური გადამზადების კურსები, რომლებიც მთლიანად იტალიურ სამზარეულოზეა აგებული და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს, „ახალ საირმეში“ 18 აპრილს დაიწყო. მატეო სივეროს მასტერკლასამდე მსმენელებს იტალიური სამზარეულოს ტექნიკები ჯოვანი ტუჩიმ გააცნო. გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის — ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი 18-22 აპრილს მიმდინარეობდა. 

 

„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია“ 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუშეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“  ორგანიზებით ხორციელდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...