„ვოლვო ქარ საქართველოში“ სპეციალური შეთავაზებები ს...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
|
მას შემდეგ, რაც 2023 წელს ახალმა Cayenne-მა პორშეს მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, გერმანულმა ავტოგიგანტმა სპორტული SUV-ის მესამე თაობა მოდელის ახალი TOP-ვერსიის გამოშვებით დააგვირგვინა. ეს არის Cayenne Turbo E-Hybrid Coupé - გაუმჯობესებული მართვის დინამიკითა და განსაკუთრებული სპორტული დიზაინით.
Cayenne-ის ახალი TOP-ვერსია, რომელიც დატენადი ჰიბრიდია, საწვავის განსაკუთრებით ეფექტიანი მოხმარებით და უსწრაფესი აჩქარებით გამოირჩევა.
წინამორბედთან შედარებით, ახალი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid უფრო სწრაფად იმუხტება. გაიზარდა ბატარეის სიმძლავრე, რომლის მეშვეობითაც ელექტროსვლით ახლა უკვე 82 კმ-მდე მანძილის დაფარვაა შესაძლებელი, დამუხტვის დრო კი ორსაათ-ნახევრამდეა შემცირებული.
Cayenne Turbo E-Hybrid-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 295 კმ/სთ-ია.
სრულიად გაუმჯობესებულ, 441 კვტ სიმძლავრის (599 ცხენის ძალა) ორტურბინიანი სისტემის მქონე ბენზინზე მომუშავე 4.0-ლიტრიან V8 ძრავასთან ერთად, ავტომობილს 30 კვტ (176 ცხენის) სიმძლავრის ელექტროძრავაც აქვს. შედეგად, სისტემური სიმძლავრე 739 ცხენის ძალას (544 კვტ) შეადგენს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 950 ნიუტონმეტრს.
Porsche Cayenne Turbo E-Hybrid-ი Comfort და Sport Plus დაკიდების სისტემებითაა აღჭურვილი, რომლებსაც, წინა მოდელებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ფუნქცია აქვს.
სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით Cayenne Turbo E-Hybrid უმაღლესი კლასის ავტომობილად მიიჩნევა.
გამორჩეული დიზაინი:
იმას, რომ Cayenne Turbo E-Hybrid და Coupé უმაღლესი კლასის სპორტული SUV-ებია, ამ ორი მოდელის შთამბეჭდავი დიზაინიც მოწმობს. გამორჩეულია ორივე მოდელის კორპუსის წინა ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია Turbo-ს ხაზის მოდელებისათვის და გამოირჩევა გაგრილების სისტემის ფართო ჰაერის შემშვებებით და შავი პრიალა ცხაურებით. Turbo E-Hybrid მოდელების კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი უჟანგავი ფოლადის ორი მაყუჩი და მუხრუჭის წითელი მაშუქებია.
ავტომობილის ჭერი დაფარულია Race-Tex მასალის ზედაპირით. ახალი მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის სპორტული საჭე GT გათბობის რეჟიმითა და მართვის რეჟიმის გადამრთველებით, ასევე 18-სვლიანი რეგულირებადი სავარძლები ტყავის ზედაპირით. ხელმისაწვდომია 14-სვლიანი რეგულირებადი სავარძლებიც.
გაუმჯობესებული მახასიათებლები ასევე მოიცავს ინტერიერს სრულად ციფრული ხელსაწყოთა ბლოკით. ახალი Turbo E-Hybrid მოდელების სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი ინოვაციური, HD მატრიცული LED წინა მაშუქები სიბნელეში მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კიდევ უფრო მძლავრი პარამეტრები:
ახალი Cayenne Turbo E-Hybrid Coupé კიდევ უფრო სპორტულია GT-პაკეტით. აღნიშნული ვერსია გაცილებით დინამიკურია გზაზე და დამატებითი Performance-პარამეტრებით გამოირჩევა. ეს უკანასკნელი ჰიბრიდულ სამყაროში გვთავაზობს Cayenne Turbo GT-ის შესაძლებლობებს. სავალი ნაწილისა და კონტროლის სისტემებმა, მათ შორის პნევმატიკურმა დაკიდებამ, სპეციფიკური პროგრამირების დამსახურებით უკიდურესად შთამბეჭდავი შესაძლებლობები მიიღო. ამ შემთხვევაში ძარა 10 მილიმეტრით უფრო დაბალია.
GT-ვერსიისთვის დამახასიათებელი ბრუნვის ლილვის საკისრები წინა თვლების ნახარს -0,58 გრადუსით ზრდის და უფრო განიერი წინა თვლების კომბინაციაში, მოსახვევებში, საჭის უკეთეს რეაქციასა და მეტ მგრძნობელობას, ასევე მოხვევის მეტ სიზუსტესა და მოსახვევებში გაცილებით გაუმჯობესებულ მოჭიდებას უზრუნველყოფს.
Cayenne Turbo E-Hybrid Coupé-ში გაერთიანებულია GT-ს სპეციფიკა და უნიკალური მახასიათებლების ახალი ჰიბრიდული სისტემა E-Hybrid, რომელიც Cayenne-ის ხაზის მოდელების განსაკუთრებულ დინამიკურობასა და ეფექტურობას განაპირობებს.
ყველა დროის ყველაზე მძლავრი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვისაც.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია "პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები