მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
რეგიონული გაფართოება, საერთაშორისო ჯილდოები, გაზრდილი ავტოპარკი და ფინანსური მაჩვენებლები - Europcar Georgia-მ გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა. გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. Europcar-ს ამ დროისთვის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის Europcar-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ავტომობილების დღიურ გაქირავებას, ისე საოპერაციო ლიზინგს, სატრანსპორტო მომსახურებასა და Auto subscription-ის სერვისს. როგორც Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე ამბობს, გასულ წელს თითოეულ ამ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად კი შემოსავლების ნაწილში კომპანიამ 30%-იან ზრდას მიაღწია.
სანდრო საყვარელიძე, Europcar-ის დირექტორი: „2023 წელი Europcar-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ავტოპარკის რაოდენობა, 2022-თან შედარებით, 40%-ით გაიზარდა. მიმდინარედ გვყავს 500-მდე ავტომობილი, აქედან 85% უჭირავს კორპორაციულ მიმართულებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღიური გაქირავების მიმართულებით თითქმის უკვე ორჯერ გაზრდილი ავტოპარკით ვემსახურებით საერთაშორისო ტურისტებს. 2023-ში საოპერაციო ლიზინგის პორტფელში 10-ზე მეტი ახალი კომპანია დავიმატეთ, რომელთაც, საშუალოდ, 4-5 წლით მივაქირავეთ სხვადასხვა მარკისა და მოდელის უახლესი ავტომობილები. რაც შეეხება გამოწვევებს, 2023 წელს მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, ვინაიდან მკვეთრად შემცირდა ისრაელის მოქალაქეების მომართვიანობა“.
Europcar Georgia ორიენტირებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ბაზრების ათვისებაზე, რადგან რეგიონული გაფართოება სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს კომპანიამ ახალი წარმომადგენლობით ოპერირება უზბეკეთში დაიწყო.
სანდრო საყვარელიძე, Europcar-ის დირექტორი: „უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის. გარდა ამისა, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება მოგზაურებისთვის. საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება კი განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ამ ბაზარზე პირველები შევსულიყავით და გამოცდილება გაგვეზიარებინა. Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმას მიანიშნებს, რომ ვართ სანდო და სტრატეგიული პარტნიორები. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, Europcar კიდევ ერთხელ გვენდო და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა“.
2023 წელს განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს შორის იყო Fox Rent A Car-თან პარტნიორობა. Europcar Georgia საქართველოში ამერიკული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა, რითაც კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ტურისტის მოზიდვა შეძლო. 2023 წელს, 2022-თან შედარებით, 67%-ით მეტი ამერიკის მოქალაქე გახდა Europcar-ის მომხმარებელი საქართველოში.
გასული წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო World travel awards-ის (WTA) საერთაშორისო ჯილდო ნომინაციაში „საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია“. ეს ჯილდო და საერთაშორისო აღიარება Europcar Georgia-მ ზედიზედ უკვე მეორედ მოიპოვა. WTA მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურისტების შეფასებით გამოვლინდნენ, რომლებმაც მომსახურების მიმართ თავიანთი კმაყოფილება ხმის მიცემით გამოხატეს.
2024 წლისთვის Europcar Georgia-ს ამბიციური გეგმები აქვს და აპირებს, წარმომადგენლობები გააფართოოს როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. რამდენიმე ახალი ფილიალის დამატება იგეგმება ტაშკენტში, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, გაიზრდება საოპერაციო ლიზინგის პორტფელი მსუბუქი ავტომობილების, სადისტრიბუციო მიკროავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. კომპანია გეგმავს დღიურად გასაქირავებელი ავტომობილების რაოდენობის ზრდას, რათა კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოემსახუროს. ჯამურად, იგეგმება, რომ ავტოპარკის რაოდენობა, სულ მცირე, 25%-ით გაიზარდოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დასაქმებას.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები