ქართული რაგბის არქიტექტორი...
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
|
„თეგეტა მოტორსი“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი. ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი ავტონაწილების შეძენა, მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისაც კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ 28 ფილიალშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სასურველი პროდუქტი ადგილზე არ არის, თეგეტას სწრაფი შეკვეთების სერვისი, ამ ავტონაწილის უმოკლეს დროში ჩამოტანას უზრუნველყოფს.
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების სერვისი უმოკლეს დროში მივაწოდოთ. ამისათვის კი აუცილებელია ავტონაწილების ფართო არჩევანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლების საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ ყველაზე დიდი ასორტიმენტით და ვთავაზობთ პროდუქტს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში ნებისმიერი ავტომობილისთვის, იქნება ეს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავხვეწეთ სწრაფი შეკვეთების სისტემა და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ავტონაწილი ადგილზე არ გვაქვს, მისი ჩამოტანა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი“.
„თეგეტა მოტორსის“ სწრაფი შეკვეთების მიმართულებას მომწოდებლები ჰყავს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე. მრავალწლიანი თანამშრომლობის მქონე პარტნიორების დახმარებით, პროდუქცია საქართველოში მაქსიმალურად მოკლე დროში იგზავნება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაზოგოს დრო და სწრაფად შეაკეთოს თავისი ავტომობილი.
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი: „მოგეხსენებათ, რომ მსუბუქი ავტომობილი შედგება 100 000-ზე მეტი დეტალისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე „თეგეტა მოტორსი“ წარმოდგენილია პროდუქციის ყველაზე ფართო სპექტრით, ზოგჯერ, ნაკლებად მოთხოვნადი და არასტანდარტული ნაწილების შემთხვევაში, მათი სწრაფი შეკვეთით ჩამოტანის საჭიროება დგება. ეს ეხება როგორც მსუბუქი ავტომობილის ძარის, ინტერიერისა თუ სავალ ნაწილებს, ისე ელექტრობასა და ნებისმიერ სხვა პრუდუქტს. ასეთ შემთხვევებში ჩვენი გამოცდილი გუნდი უსწრაფესად უკავშირდება შესაბამის პარტნიორს და ნაწილი საქართველოში უმოკლეს ვადაში ჩამოდის. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მომხმარებელს სრულად გამართული სატრანსპორტო საშუალება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნოთ“.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, „თეგეტა მოტორსში“ სათადარიგო ნაწილების შეკვეთით ჩამოტანა სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ავტომობილებისთვისაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით პროდუქციის მიწოდება ასევე უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი.
კონსტანტინე ფაცაცია, „თეგეტას“ კომერციული იმპორტების სათადარიგო ნაწილების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის შემთხვევაში, ყოველი მოცდენილი დღე დიდ ფინანსურ დანაკარგებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ნაწილების უმოკლეს ვადებში მიწოდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსის“ სწრაფი შეკვეთების სერვისი სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის შევქმენით. ამ ეტაპზე ნებისმიერი სათადარიგო ნაწილის ჩამოტანა შეგვიძლია და ამას ბაზარზე ყველაზე მოკლე დროში ვახდენთ. ეს კი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შეკეთებული ტექნიკა უმოკლეს ვადებში დააბრუნოს მიმდინარე პროექტის განსახორციელებლად და თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯი“.
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში მსოფლიოს წამყვან 300-ზე მეტ ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს. სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანი საქართველოს მასშტაბით კომპანიის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...
როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები