0 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი ემიგრანტებისთვის

ლიბერთის მხარდაჭერით ონლაინ პლატფორმა Lingwing - ქართული ენის შემსწავლელ კურსს აანონსებს

 

22 მაისს,  ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ 

პლატფორმა -Lingwing- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის 

შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან. 

 

ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს

 მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. 

 

სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის

 შესწავლას. 

ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე 

შეისწავლოს ქართული ენა. 

ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს

 გულისხმობს. 

 

 

 "ლიბერთი აგრძელებს განათლების ხელშეწყობას. ამ პროექტზე უკვე ექვსი თვეა ვმუშაობთ და 

დღეს მოხარული ვართ, რომ Lingwing-თან პარტნიორობით შევძელით კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ემიგრაციაში მცხოვრები

 ქართველების საჭიროებებთან და სწორედ მათთვის და მათი შვილებისთვის შევქმენით 

ქართული ენის შემსწავლელი კურსი. ჩვენი კურსის დახმარებით ისინი ისწავლიან ან 

განიმტკიცებენ მშობლიური ენის ცოდნას - უსასყიდლოდ, მარტივად და დამოუკიდებლად, 

ონლაინ ან მობილური აპლიკაციით. გარდა ამისა, მოხარული ვართ და გვეამაყება რომ 

ინგლისური და უკრაინული ენების მცოდნე ადამიანები შეძლებენ მარტივად შეისწავლონ 

საბაზისო ქართული. " - თამარ ზაქარიაძელიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების 

ხელმძღვანელი.

      

"Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლატფორმას, რომელიც ტექნოლოგიური 

პროდუქტია და იყენებს ინოვაციური სწავლის მეთოდს. ჩვენი ბრენდის მთავარი ამოცანაა 

ყველაზე მარტივად, სახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა მომხმარებელს.   

დღეისთვის, ჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს. ამჟამად ქვეყანაში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, 25406

 უკრაინელი დევნილია და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისთვის და დასაქმებისთვის

 მნიშვნელოვანია ქართული ენის ელემენტარული ცოდნა.  ლიბერთის და  Lingwing-ის თანამშრომლობა  მკაფიოდ გამოხატავს ჩვენს ეროვნულ ინტერესს ქართული ენის 

პოპულარიზაციისა და გავრცელებისთვის. ორმაგად სასიამოვნოა რომ ქართულ ენას 

შეისწავლის ის მომავალი თაობა, რომელიც ემიგრაციაში იზრდება.’’ - ვატო ველიაშვილი,  ლინგვინგის დამფუძნებელი.

 

დეტალურად იხ: https://bit.ly/43hb2VH

 

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკიარომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 

50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და 

დასაქმებულია 

4500-ზე მეტი თანამშრომელილიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო 

ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატითთვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და 

მუნიციპალიტეტშიგანვითარებული ინფრასტრუქტურის გარდაროგორც ფიზიკური

ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და 

დისტანციური მომსახურება

 

ონლაინ პლატფორმა  Lingwing-ის შესახებ:

Lingwing წარმოადგენს წამყვან ონლაინ პლათფორმასრომელიც თავისთავად 

ტექნოლოგიური პროდუქტია და რომელიც ინოვაციური სწავლის მეთოდს იყენებს

Lingwing-ის მთავარი ამოცანაა ყველაზე მარტივადსახალისოდ და ხელმისაწვდომად ასწავლოს ენა 

ომხმარებელს.  დღეისთვისჩვენს სერვისს.საქართველოში 280 000 ადამიანზე მეტი იყენებს

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...