ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარესებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Black Friday-ს ფარგლებში განსაკუთრებული აქციით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს არამხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მსუბუქი ავტომობილების პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე, 40%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, „თეგეტა ქარდზე“ ქეშბექი ქულების სახით დაგიბრუნდებათ, რომლითაც დამატებითი პროდუქტის შეძენას შეძლებთ.
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს „თეგეტას” Online Shop-სა და Tegeta App-ზეც. 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით.
დეა ზანგური, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი: „Black Friday-ს შეთავაზებები ვრცელდება ყველა კატეგორიის პროდუქტზე, მათ შორის პრემიუმ ბრენდებზე. იმისათვის, რომ ჩვენს მომხმარებელს არ მოუხდეს რიგში დგომა, გადავწყვიტეთ, ქეშბექ აქცია არამხოლოდ შავ პარასკევს, ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მომხმარებელს აღარ მოუწევს, დაელოდოს პარასკევს, არამედ შეუძლია, თეგეტას შეთავაზებებით 26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ.
Black Friday-ს შეთავაზებებით გვსურს, მძღოლებს ხელი შევუწყოთ, მოამზადონ საკუთარი ავტომობილები ცივი სეზონისთვის. „თეგეტა მოტორსი“ გამუდმებით მოუწოდებს საკუთარ მომხმარებელს, „არ მოატყუოს ზამთარი“ და გამართოს ავტომობილი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ძველი საბურავი სეზონის შესაბამისით ჩაანაცვლო, შეამოწმო აკუმულატორი, შეცვალო ანტიფრიზი და ზეთი, გამართო სამუხრუჭე სისტემა, შეამოწმო მაშუქი ფარები“.
40%-იანი ქეშბექი „თეგეტა მოტრსში“ მსუბუქი ავტომობილების პროდუქტებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. მათ შორის არის საბურავები, რომელსაც უსაფრთხო გადაადგილებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ამიტომ აუცილებელია, სეზონის შესაბამისად, დროულად განაახლოთ. თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით გადაადგილებით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებს. ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართულად მუშაობა. ცივ ამინდში აკუმულატორზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა მნიშვნელოვანია. აკუმულატორი ავტომობილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული და მექანიკური სისტემების მუშაობაში. სუსტი ან დაზიანებული აკუმულატორი, შესაძლოა, ავტომობილის დაქოქვის შეფერხების ან ვერ დაქოქვის მიზეზი გახდეს.
ანტიფრიზი კი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება, როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას, რომლის შეკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
თოვლსა და ყინვაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამართულ სამუხრუჭე სისტემასაც. „თეგეტას“ რეკომენდაციით, ზამთრის საბურავების დაყენებასთან ერთად, უმჯობესია შემოწმდეს დისკები და ხუნდები.
Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. 28-29 ნოემბერს კი „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალი გახანგრძლივებული დროით, 21:00 საათამდე იმუშავებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები