Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
|
სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“ და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში უმასპინძლა და პროფესიული დღე მიულოცა.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ექიმების საყვარელი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დამოკიდებულებას კი საერთო ღირებულებები ამყარებს. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია, ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებით და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი.
გადავწყვიტეთ, ტრადიციად გვექცია ექიმების საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შარშანდლის მსგავსად წელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შოურუმში ვუმასპინძლეთ. მივულოცეთ პროფესიული დღე და მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია ახალ ავტომობილებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ექიმების განსაკუთრებული ინტერესი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო. მათ გავაცანით ახალი XC90, რომელიც უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით“.
ახალი Volvo XC90 დამუხტვადი ჰიბრიდი ვოლვოს ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია, რომელშიც ჩაშენებულია უსაფრთხოების არაერთი სისტემა მაგალითად, რადარისა და წინა კამერის საშუალებით ახალ XC90 შეუძლია აღმოაჩინოს გადახვედით თუ არა შემხვედრ ზოლში და შეჯახების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს საწყის ზოლში დაბრუნება. საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აამოქმედოს დამუხრუჭების სისტემაც.
შოურუმში მისულმა ექიმებმა ტესტდრაივზე ასევე გამოსცადა ისეთი მოთხოვნადი მოდელებიც, როგორებიცაა სრულად ელექტრო Volvo EX30 და დამუხტვადი ჰიბრიდი Volvo XC60.
100 წელია, რაც ვოლვო უსაფრთხოების მიმართულებით ნოვატორია. შვედური ბრენდი ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს უბედური შემთხვევების რისკი. სპეციალური მკვლევართა გუნდი ევროპის მასშტაბით, ვოლვოს ავტომობილის საგზაო შემთხვევის დაფიქსირებისას ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და მიღებული ინფორმაციის შედეგად მუდმივად მუშაობს ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე.
„ვოლვო ქარსს“ არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია; და სხვა არაერთი ინოვაციური გამოგონება, რომელმაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები