შეიძინე მაგთის “ყველაფერი ულიმიტო“ პაკეტები თიბისი...
თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ. 17 აპრილიდან...
|
ქვეყანაში, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ საჭიროებს გაძლიერებას, არსებობს სივრცეები, რომელიც იმედისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. 2010 წელს ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა - გაჩნდა ადგილი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის. ცენტრის მოდელზე, დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი სივრცე ფუნქციონირებს, თუმცა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის საჭირო სერვისები კვლავ მიუწვდომელია.
მშობლების ყველაზე დიდ კითხვას: „რა იქნება ჩემ შემდეგ?“ „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდმა“ ახალი ამბიციური მიზნით უპასუხა, შეექმნა „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრი“ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ცენტრის მიზანია, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
თათია მელაშვილი, „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საქმიანობის დასაწყისში 700-ამდე სპეციალისტი გადავამზადეთ, რომლებიც დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და ცენტრში აგრძელებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ახლა ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ აუტიზმის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულებს, რომელთაც ამ ეტაპზე არანაირი შესაბამისი სერვისი არ გააჩნიათ ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ მათაც, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულფასოვნად განავითარონ თავიანთი პოტენციალი. ამ გზაზე „თეგეტასთან“ პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭერა გადამწყვეტი შეიძლება იყოს. გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მათთვის ნათელი მომავალი და ვიამაყოთ მათი მიღწევებით“.
„აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი,“ რომელიც „ფერად ქალაქს“ აშენებს, სრულიად საქველმოქმედოა და მთლიანად შემოწირულებაზეა დამოკიდებული. ბევრი კეთილი ადამიანის მხარდაჭერით უკვე აშენდა 5 კოტეჯი, ხოლო მე-6 კოტეჯის მშენებლობა მალე დასრულდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“, რომელმაც ინფორმაცია „ფერადი ქალაქის“ შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან გამომდინარე მუდმივად ვცდილობთ, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის აშლილობით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიაგნოსტირდება და მათთვის შესაბამისი სერვისების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ მხარს უჭერს „ფერადი ქალაქის“ პროექტს – ინიციატივას, რომელიც მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება. გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ გარემო, რომელიც აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისთვის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს – მომავალს, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები ექნება“.
„ფერადი ქალაქი“ ერთგვარი ჰაბის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ასევე მოიცავს მშობლების მხარდაჭერის კომპლექსსა და კრიზისული პერიოდების მართვის სწავლის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, კიდევ უფრო კარგად გადამზადდებიან სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმის წარმატების საწინდარი არიან. „ფერად ქალაქში“, კოტეჯების გარდა, იქნება სპორტული და ცენტრალური სასწავლო კომპლექსი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც მოზარდები ისწავლიან მებაღეობას, ხელობას და ეცდებიან საკუთარი ნიჭის რეალიზებას. ეს არ იქნება მათთვის საცხოვრებელი სივრცე - ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ საზოგადოებაში მარტივი და თავისუფალი ინტეგრაციისათვის.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ. 17 აპრილიდან...
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება. 2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნუ...
„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა. „ძალიან მცირე მასშტაბით...
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში, უკვე ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთნენ. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სან...
თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმა...
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ. ა...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები