1 5 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკში სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა

საქართველოს ბანკში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტაჟირების საზაფხულო პროგრამა განხორციელდა. ამჯერად,  მასში მონაწილეობა იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც პარალელურად უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში, სრულ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობენ.

საზაფხულო სტაჟირების პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ ბანკის დეპარტამენტებში საკუთარ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პროგრამების მრავალფეროვნებაა.

ქართველმა სტუდენტებმა სტაჟირება წელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით გაიარეს, ესენია: მონაცემთა ანალიტიკა, გლობალური ბიზნეს საბანკო მიმართულება, კორპორატიული საბანკო საქმიანობა და Galt & Taggart-ის სექტორული კვლევები.

პროგრამა პირველად 2021 წელს განხორციელდა, რომლისთვისაც შეირჩა ოთხი ქართველი სტუდენტი აშშ-ს, საფრანგეთის, უნგრეთისა და კატარის უნივერსიტეტებიდან. 2022 წელს პროგრამის გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში ცხრა ქართველმა სტუდენტმა შეძლო სტაჟირების გავლა - გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ნიდერლანდების სამეფოს უნივერსიტეტებიდან.

სტუდენტებმა ქართულ ბაზარზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამოცდილება და ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების უშუალო მენტორობით მიიღეს.

„პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზაფხულო სტაჟირების პროგრამას ყოველწლიური სახე მივცეთ. იმედი გვაქვს,  ეს სტაჟირება უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ბევრ ქართველ სტუდენტს დაანახებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალს. 2023 წლის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება გაზაფხულზე დაიწყება. ამ და სხვა პროექტებით საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში, მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...