1 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში,  ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბინადარი ლისზე" 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ ბლოკი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. -1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, ხოლო I სართული ეთმობა კომერციულ ფართს. ჯამურად სარეალიზაციო ფართი 10 000კვ.მ-ს მოიცავს.

 

„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ ბანკთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პროექტი დავასრულეთ. მათ შორის „ბინადარი ჟვანიაზე“. აღსანიშნავია, რომ ბანკის დახმარებით კომპანიამ შეძლო, პანდემიის დროს, 2 წლიანი პერიოდი ისე გაევლო, რომ შეენარჩუნებინა დასაქმებული ადამიანები და არ გაეჩერებინა მშენებლობის პროცესი. ბინადარს გამოარჩევს ის რომ ბრენდის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღებას მივიპყრობდით, ერთმნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“,- განაცხადა გიორგი ტალახაძემ, კომპანიის დირექტორმა.

 

„ყოველთვის სასიამოვნოა, როა ჩვენს პარტნიორთან ერთად ახალი პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. სწორედ ასეთი პროექტია „ბინადარი ლისზე“. კომპანია არასდროს ჩერდება და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას უკვე აქვს სამომავლო გეგმა და ეს არის ახალი საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა ისანში - „ბინადარი ისანში“;  ახალი პროექტი „ბინადარი საირმეზე“ და „ბინადარი ვერაზე“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ „ბინადარის“ განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...