„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორ...
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
|
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამე ეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.
საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე. საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.
ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა. PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.
2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft 365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგად გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.
გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ, უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.
„Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.
პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიის ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს ამ სფეროში.“-აცხადებენ PSP-ში.
PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად.
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპ...
თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, შეისწავლონ ტექნოლოგიები და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ. ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები