1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის პლატფორმა „სუპერგმირთან“ პარტნიორობით 272 ბავშვს უკვე ჰყავს საკუთარი სუპერგმირი

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა სუპერგმირის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. პლატფორმის არსებობიდან დღემდე პროექტის ფარგლებში 272 ბავშვს  უკვე ჰყავს სუპერგმირი. ეს კი იმას ნიშნავს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველთვიურად ეგზავნებათ მათ საჭიროებებზე მორგებული ამანათი საგანმანათლებლო, შემეცნებითი და ყოველდღიური გამოყენების ნივთებით. სუპერგმირები, პლატფორმის გუნდთან ერთად, ცდილობენ ხელი შეუწყონ მოზარდებს, მიიღონ უკეთესი განათლება და გაიღრმავონ ინტერესები.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და პლატფორმა „სუპერგმირის“ თანამშრომლობის მიზანია ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები აქციოს სუპერგმირებად, რომლებიც მოხალისეობრივად იზრუნებენ, რომ მოწყვლად ჯგუფებს გაუხალისონ ბავშვობა.

 

ხშირად სუპერგმირობა არც ისე რთულია. ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული სუპერძალა ან ფრიალა კაპიუშონი, არც მსოფლიოში ყველაზე ბოროტი მტერი ან ტექნოლოგიური კატასტროფა, რომელსაც სუპერგმირის გარდა ვერაფერი შეაჩერებს. ნებისმიერ ადამიანს სულ პატარა ძალისხმევის წყალობით შეუძლია ბავშვის სუპერგმირად იქცეს და მისი ცხოვრება შეცვალოს.

 

სუპერგმირის პლატფორმის გუნდი წინასწარ ეცნობა ბავშვის ისტორიას, ჰობის და ინტერესებს და ყოველი თვის ბოლოს, ბენეფიციარებისთვის კრავს სასაჩუქრე კალათს, რომლისთვისაც პროდუქციას ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლში www.Extra.ge-ს ვებგვერდზე არჩევს. ექსტრას გუნდი  ბენეფიციარებთან სუპერგმირების გზავნილის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს.

 

როგორ გავხდეთ სუპერგმირი?

მოხალისე პლატფორმაზე www.supergmiri.ge თავად ირჩევს ბენეფიციარს იწყებს მის ყოველთვიურ დაფინანსებას და ასე ხდება სუპერგმირი. სურვილის შემთხვევაში სუპერგმირს შეუძლია პირადადაც გაიცნოს ბავშვი, გახდეს მისი მეგობარი და მენტორი, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება, დაეხმაროს საყვარელი საქმის აღმოჩენაში. ამ პროცესში მას დაეხმარებიან სუპერგმირის გუნდის ფსიქოლოგები. მას ასევე შეუძლია მოიწვიოს მეგობარი სუპერგმირები და მათთან ერთად განახორციელოს ყოველთვიური დონაცია. რომლის 100% ხმარდება ბენეფიციარს. პროცესი სრულიად გამჭვირვალეა.

 

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი, ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და სუპერგმირის პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი  წავახალისოთ, გახდნენ სუპერგმირები და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მოზარდების განვითარებასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაში.  პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბავშვების გაბედნიერებასა და მათ განვითარებაში. ჩვენ ერთად უკვე შევძელით 272 ბავშვისთვის ცოტათი მაინც შეგვეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ",-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.

 

ხანდახან სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://supergmiri.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...