2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

 

საქართველოს ბანკმა მომხმარებლის პროფესიული განვითარებისა  და განათლების მხარდაჭერის მიზნით,  რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა "ბიზნესკურსი“ შესთავაზა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საინტერესო კურსი მისთვის ხელსაყრელ დროს და თანაც სრულიად უფასოდ გაიაროს. ამის საშუალებას მომხმარებელს ბიზნესკურსის ის უპირატესობა აძლევს, რომ ის მოიცავს ვიდეოს სახით ჩაწერილ უკვე 12 კურსს და არ საჭიროებს ლექციის ონლაინ რეჟიმში გავლას.

 

პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, კონსულტანტებმა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებიმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია  ტესტები.

 

ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტარტეგია, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებაა რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2ZCwybY

 

„მოხარული ვართ, რომ შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“, ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული. პლატფორმა სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ  სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მხარი დაგვეჭირა ბიზნესისთვის და შეგვეთავაზებინა მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული კურსები. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტ ადამიანს, ბიზნესს დავუჭიროთ მხარი,  მიაღწიონ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის:

EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს.  EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...