თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის, Visa Signature Business ბარათი შეიქმნა. ასეთი მაღალი კლასის ბიზნეს ბარათის კორპორაციული კლიენტებისთვის გამოშვება, პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
ახალი ბიზნეს ბარათი კომპანიების მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული, რაც პირველ რიგში, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე ხარჯებისთვის ლარის უფასოდ გამოტანას გულისხმობს, დღეში - 30 000 ლარიანი, კვირაში კი 200 000 ლარიანი ლიმიტით.
ახალი ბიზნეს ბარათით გადახდები მაქსიმალურად დაზღვეულია. გადახდისას კორპორაციული დაზღვევა ვრცელდება, რაც თანამშრომლების მიერ ბარათით არამიზნობრივი გადახდის დაფიქსირების შემთხვევაში, წლიურად 25 000 დოლარამდე დანაკარგის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
Visa Signature Business ბარათი დამატებით უპირატესობას სთავაზობს მენეჯერებს საერთაშორისო მოგზაურობის დროსაც, მათ შორის, Lounge Key პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს 1200-ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯით, წლის განმავლობაში 6-ჯერ სარგებლობას. ასევე, წელიწადში 10-ჯერ, თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა აეროპორტში Fast Track International-ის სერვისით სარგებლობას, რაც საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლის რიგის გარეშე, სწრაფად გავლას გულისხმობს.
ბარათი 500 000$-იან სამოგზაურო დაზღვევასაც მოიცავს, რაც სამედიცინო, ასევე ფრენის გადადების, ან ბარგის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს. Visa Signature Business ბარათით booking.com-ზე გადახდის შემთხვევაში - 6%-მდე ქეშბექი, rentalcars.com-ზე მანქანის დაჯავშნისას კი, 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Visa ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებით ისარგებლონ, რომელიც WhatsApp-ის, Viber-ისა და Telegram-ის აპლიკაციების დახმარებით, 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება უფასო იურიდიულ და საბუღალტრო კონსულტაციებს, ასევე 24/7-ზე ავტო ასისტენტის მომსახურებას აერთიანებს.
„Visa-სთან პარტნიორობით შექმნილი Visa Signature Business ბარათი, სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის საქართველოს ბაზარზე. მისი ფუნქციები ჩვენი კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით. ახალი პროდუქტი სრულად თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ მომხმარებლებს ცხოვრება და საქმიანობა. მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებს მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე შესაძლებლობები შევთავაზოთ და დასახული მიზნების ეფექტურად მიღწევაში დავეხმაროთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები