0 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

თიბისის ტექგანათლების პროგრამა - ეს არის ტექნოლოგიური განათლების მიმართულების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით და მხარდაჭერით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი ცოდნა მისცეს როგორც უფროსკლასელებს, ასევე ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს, შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

19 დეკემბერს თიბისის ტექსკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექსკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექსკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.

თიბისის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციისა და ტექნოლოგიური კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეგვიძლია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობით ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაზე. თიბისი, თავისი არსებობის 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ზუსტად ერთი წლის წინ თიბისიმ განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. პროგრამის ფარგლებში, თიბისი, ყველა უფროსკლასელს სრულად დაფინანსებულ 9 ტექნოლოგიურ ონლაინ კურსს სთავაზობს.

2023 წელს მთელი საქართველოდან 1200-ზე მეტი უფროსკლასელი უკვე დაეუფლა მომავლის პროფესიებს, მათ შეისწავლეს - ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია და UI/UX დიზაინი. გარდა ონლაინ კურსებისა, თიბისი უფროსკლასელებს კომუნიკაციების სახელოსნოში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს.

თიბისის განათლების მიმართულებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის რისკების და თიბისი IT აკადემია. რისკების აკადემია - საბანკო სექტორით და რისკების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი უნარების შესწავლას და განვითარების შესაძლებლობას. IT აკადემიაში კი ამჟამად, ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი მიმდინარეობს, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

თიბისი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს პარტნიორი ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებს: Data bootcamp-ი გურჯაანში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში, რობოტიქსის ოლიმპიადა, ინოვაციების ბანაკი, Technovation Girls და სხვა.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ტექნოლოებით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

# # #

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...