0 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა

 

ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით. მომხმარებლები ადგილზე მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა ავტომობილის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საჭირო და სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ. ტოიოტას სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ქარხნული სიზუსტის მისაღწევად გამოიყენებენ მწარმოებლის მიერ დადგენილ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე საამქრო სხვადასხვა სერვისს აერთიანებს. გამორჩეულია შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის სივრცე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილზე ფირების გადაკვრის სერვისი. ამ სივრცის გახსნით მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება - ავტომობილის შეძენა-სერვისიდან შეკეთებამდე. ჩვენი მომხმარებელი ნებისმიერ მომსახურებას, რომლებიც შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით დასჭირდეს, უკვე სრულყოფილად მიიღებს“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, მოუთმენლად ველოდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ახალ თაობასთან პირველ შეხვედრას - შთაბეჭდილებამ, დარწმუნებული ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. გარანტირებული ხარისხი, სანდოობა, ეკონომიურობა და დიზაინი, რომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი - ეს ავტომობილი ნამდვილად შექმნილია მიზანსწრაფული  და თავდაჯერებული ინდივიდებისთვის, რომლებიც თამამად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს. „

ექსპრესიული დიზაინით, მართვის სიმსუბუქითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამორჩეული ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავაზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს დაემატა 2.0 ძრავაზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც, შესაბამისად, 140 და 196 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ინტერიერის ძირითადი ნაწილი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.

 „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ღონისძიება Courtyard by Marriott Batumi-ს, „თიბისი დაზღვევისა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...