ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
„...ნუ შემიშლით ხელს, გადავადგილდედამოუკიდებლად, მშვიდად და თავისუფლად.
პატივისცემით,
ანა გოგუაძე“
ასე ამთავრებს ანა წერილს უცნობებისთვის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში დაწერა და რომლითაც მძღოლებს საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
ანას თხოვნის წერილი უდიდეს პრობლემას - ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის გადაადგილების უფლების შეზღუდვას ეხება. მისი გზავნილი კი „თეგეტამ“ თბილისის ქუჩებში პარკირების წესების დარღვევით გაჩერებული ავტომობილების მძღოლებს დაუტოვა.
ქალაქში, რომელიც არც ისე მეგობრულია ეტლით მოსარგებლეებისთვის, სადაც პანდუსისა და ადაპტირებული გარემოს პოვნა ისედაც რთულია, ანას თქმით, არიან მძღოლები, რომლებიც განზრახ ან გაუაზრებლად მის უფლებებს არღვევენ. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ მათთან პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლოა, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა იყოს.
ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ყველაზე გულდასაწყვეტია ისეთი შემთხვევები, როცა მანქანიდან გადმოვდივარ, ვიცი, იქ პანდუსია, მაგრამ არასწორად გაჩერებული მანქანით მასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია. ამ დროს ვდგავარ და ველოდები მძღოლს, იქნებ ახლოსაა და გამოჩნდეს. ვცდილობ,დაველაპარაკო და ავუხსნა, რამხელა დისკომფორტს მიქმნის.
ჩემი დანახვისას ძალიან იბნევიან. რატომღაც არ ელოდებიან, რომ გამოვჩნდები; რომ ნამდვილად გვჭირდება ეს ადგილი და ნამდვილად შეგვიქმნა პრობლემა“.
ანა მიიჩნევს, რომ ეტლით მოსარგებლეების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა თითქოს ნორმად ჩამოყალიბდა. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე მძღოლი მაინც თუ დაფიქრდება საგზაო მოძრაობის კულტურაზე, მიიჩნევს, რომ მთავარ მიზნამდე სვლის დასაწყისი წარმატებულია.
ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი, „მზიურის კაფეს“ დამფუძნებელი: „ხშირად ველოდებით ვიღაცას, ვინც რაღაცას მოაგვარებს, რაღაცას დაიწყებს. არადა მთავარია, თავად დავიწყოთ. შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქცევით კარგად, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებისთვისაც უკვე ჩვენი ქცევა იქნება მისაბაძი.
გარემოს, ქალაქს, ყველაფერს ჩვენ გარშემო ქმნიან ადამიანები და ის მიდგომა, რომ „მე არ მეხება, ჩემთვის სულერთია, ეტლი როგორ გაივლის“... ეს არასწორი დამოკიდებულებაა ჩვენი თანამოქალაქეების, ერთმანეთის მიმართ“.
„თეგეტა“ ანას გზავნილს იმ უცნობ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც მის ადგილზე ტოვებს მანქანას. წერილის ავტორთან ერთად, კომპანიის ავტორებსაც იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ და არსებულ სიტუაციას შესაძლოა ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ შეცვლიან.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: უკვე მეოთხე თვეა, „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი,რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალიკამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“
ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები