ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ტექნოლოგიურ სამყაროში დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest, 29 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
დეველოპერული ფესტივალი Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ათასობით ადამიანს აერთიანებს. DevFest-ზე განიხილება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Android, Cloud ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა.
„ღონისძიება ტარდება ტექნოლოგიურ სფეროში ინტერესის გასაღვივებლად, Google-ის სერვისებთან უფრო ახლოს გასაცნობად, შესაძლებლობების გასაზიარებლად და ახალი თაობისთვის ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად. ფესტივალი მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცეები, რომელიც დაეთმობა ტექნოლოგიების გამოფენას, გართობასა და ნეთვორქინგს. ასევე, მოეწყობა დასაქმების ფორუმი, სადაც კარიერული განვითარებით დაინტერესებული სტუმრები გაივლიან კონსულტაციებს CV-ის წერისა და LinkedIn-ის შექმნა/მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ასეთი მასშტაბის რამ პირველად ტარდება. რაც, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური ჰაბის დეცენტრალიზაციას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქს გარეთ“, - განაცხადა GDSC Lead-მა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ლიზი ეჯიბიამ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს წამოწყებებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალის, DevFest-ის გენერალური პარტნიორები. ეს არის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქართველ დეველოპერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებზე. დაგეგმილია პანელური დისკუსია, რომელიც ცოცხალს გახდის პროცეს და დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო და ადგილობრივი სტარტაპ ეკოსიტემა, სტარტაპ აქსელერატორები საქართველოში, Google სტარტაპ აქსელერატორი და ა.შ. იქნება საქართველოს ბანკის სესია და Google-ში სტაჟირების შესაძლებლობები. ზოგადად ამ დარგისთვის, და ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურ სფეროში გვყავდეს ძლიერი სპეციალისტები და პროფესიონალები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის საჭიროა, 24 ოქტომბრამდე შავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ExEIEI
ღონისძიება ორ ენაზე წარიმართება (ქართული და ინგლისური).
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები