ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. კონკურსის ფარგლებში წელს 111 განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ექვსივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიც არის მარკეტინგი, კომუნიკაცია, ფინანსები, იურიდიული საკითხები და გარდა ამისა, ინდივიდუალურ მენტორთან ერთად, გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ფინანსურ გეგმას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.
2022 წლის ფინალისტი პროექტებია:
· ახალგაზრდული სივრცე ონში ხელს შეუწყობს რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, ტრენინგების, შეხვედრების და საინტერესო პროექტების განხორციელების გზით.
· ნებულა - საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების წარმოებით, ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწავლის სურვილის გაღვივებას.
· Convobridge - ტექსტური მესიჯების აპლიკაცია, რომელიც AI-ს მეშვეობით ხმოვან შეტყობინებებსა და ჟესტების ენას გარდაქმნის სუბტიტრებად სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, ხოლო ინტეგრირებული ბრაილის კლავიატურა, მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს აძლევს შეტყობინებების მიღებისა და გაგაზავნის შესაძლებლობას.
· Flatmate.ge - პლატფორმა, რომელიც ბინის ქირაობის მაძიებელ ახალგაზრდებს უმარტივებს ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით.
· Propagate Education - საგანმანათლებლო საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქართველ სტუდენტებს გაეცნონ უმაღლესი განათლების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
· Virtual Story - წიგნისა და კომპიუტერული თამაშის ჰიბრიდი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ შედევრზე და აუდიო-ვიზუალური ელემენტებით სახალისოს და საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები