1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკი საპატრულო ჯარიმებს შეგახსენებთ, თუკი თქვენი ავტომანქანა დაჯარიმდება

სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო.  

 

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა იყო საჭირო, ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ.  

 

რაც ყველაზე მთავარია, დღეიდან მობაილბანკი შემახსენებელ ფუშ შეტყობინებებსაც გამოგიგზავნის,  როცა: 

 

1.       მანქანა დაჯარიმდება  

2.       ჯარიმის გადახდის ფასდაკლების გასვლამდე 

3.       ჯარიმაზე საურავის დარიცხვამდე  

 

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მობილურის პარამეტრებიდან გააქტიურებული გქონდეს ფუშ შეტყობინებები თიბისის აპლიკაციაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ შეხსენებებს და საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება.   

 

ავტო კომფორტი თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ:  

 

·         გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე - შენი საპატრულო ჯარიმები თიბისის მობაილბანკში ავტომატურად გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ციფრულია თუ ფიზიკური -  ქვითრის ნორმის მოძიება ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ან შეტყობინების ან ფიზიკური ქვითრის გადახდამდე შენახვა გიწევს. ავტო კომფორტის ფუნქციონალით ჯარიმის გადახდას ქვითრის ნომრის მითითება არ სჭირდება.  

 

·         გადაიხადო ჯარიმები საკომისიოს გარეშე -  თუ აქამდე სპეციალურ პლატფორმაზე ჯარიმის ბარათით გადახდისას საკომისიოს გადახდაც გიწევდა, ახლა თიბისის მობაილბანკიდან მხოლოდ ჯარიმის ღირებულებას გადაიხდი.  

 

·         ნახო ინფორმაცია პარკირების საშვებზე - რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა პარკირების ჯარიმა მხოლოდ იმიტომ მოგსვლია, რომ საშვს ვადა გაუვიდა? დამატებითი თარიღების ჩანიშვნის გარეშე, ახლა პარკირების საშვებზე ინფორმაცია უკვე თიბისის მობაილბანკში დაგხვდება, რაც ვადებისა და შეძენის პროცესს მაქსიმალურად გაგიადვილებს.  

 

როგორ გავიაქტიურო ავტო კომფორტი?  

 

ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის თიბისის მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენი ავტომობილის დამატებაც გსურს.  

 

მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9₾.  

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...