1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღეს

სრულიად ელექტრო ავტომობილებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ევროპული და მწვანე მანქანების შეფასების პროგრამისგან (EURO NCAP და GreenNCAP) უსაფრთხოების მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მოიპოვეს. აღნიშნული ავტომობილები მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (Sustainable Experience Architecture) პრინციპების საფუძველზე შეიქმნა.

 

Zeekr 001-ის და Zeekr X-ის მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Euro NCAP-ისგან, ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში, მომხმარებელთა უსაფრთხოების შეფასების რეიტინგში. 2024 წლის შეფასების პარამეტრები კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე წინა წლებში. Zeekr-ის ორივე მოდელმამაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი შეფასება GreenNCAP-ის რეიტინგის მიხედვითაც მიიღო. აღნიშნული შედეგები ნათლად ასახავს Zeekr-ის ავტომანქანების უსაფრთხოების თანამედროვე, გაუმჯობესებულ მახასიათებლებს და მათ მიერ შეტანილ წვლილს მდგრად განვითარებაში.

 

ელექტრო ავტომანქანებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგი შეჯახებისგან დაცვის ეფექტური, მაღალი დონის სისტემის წყალობით მოიპოვეს. ის უზრუნველყოფილია 720-გრადუსიანი, შესანიშნავი წრიული ხილვადობის მქონე ავტომანქანის ძარის სტრუქტურით და ძლიერი,თერმოფორმირებული ფოლადით. მოდელის ყველა ვარიანტი აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით(აირბაგით), რომლებიც შეჯახების შემთხვევაში გაბერილ მდგომარეობაში რჩება 6 წამის განმავლობაში.

 

 

უსაფრთხოების სისტემების სრული კომპლექტი უზრუნველყოფს მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებს. მათ შორის დახვეწილი ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემა(AEB), რომელიც დროულად ამოიცნობს და რეაგირებს ადამიანის შემჩნევისას; ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA), რომელიც ეხმარება ყურადღებაგაფანტულ მძღოლებს, დარჩნენ სამოძრაო ზოლში; და მძღოლის მდგომარეობისმონიტორინგის სისტემა (DMS), რომელიც ოპერატიულად აფრთხილებს მძღოლს დაღლილობის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნების შესახებ.

 

Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ასევე მიიღეს 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Green NCAP-ის მიერ ჩატარებული შეფასების ფარგლებში. მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (SustainableExperience Architecture) მაღალი ინტეგრირებული ეფექტურობის წყალობით, ორივე მოდელმა შეამცირა ენერგიის მოხმარება და გაზარდა სვლის მარაგირეალურ სამყაროში.

 

 

Zeekr-ის შესახებ

 

Zeekr-ი Geely Holding Group-ში შემავალი გლობალური ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებსაწარმოებს. Zeekr-მა ავტომობილების წარმოება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 240,000-ზე მეტი მანქანის რეალიზაცია შეძლო, მათ შორისაა Zeekr 001, Zeekr 001 FR, Zeekr 009 MPV და Zeekr X. 

 

კომპანია Zeekr-ი მოწოდებულია, შექმნას სრულად ინტეგრირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა ინოვაციების გამოყენებით, რომელიც საბოლოოდ კომპანიის სახელმძღვანელო სტანდარტად გარდაიქმნება. ბრენდი იყენებს SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულური ელექტრომობილის პლატფორმას, რომელიც შექმნილია Geely Automobile Holdings-ის მიერ. გარდა ამისა, ფლობს აკუმულატორების წარმოების საკუთარ ტექნოლოგიებს, აკუმულატორების მართვის სისტემებს, ელექტროძრავის ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვს. Zeekr-ის ღირებულებებია თანასწორობა, მრავალფეროვნება და მდგრადობა. 

 

Zeekr-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები განლაგებულია შვედეთში, კერძოდ  გოტებურგში, ხოლო ჩინეთში - შანხაისა და ნინგბოში. ბრენდი ამაყობს თავისი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მსოფლიო დონის გამოცდილებით. გოტებურგსა და შანხაიში დაფუძნებულ Zeekr-ის გლობალური დიზაინის განყოფილებაში (Zeekr Global Design) მუშაობს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი. 

 

კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ავტომობილების რეალიზაციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბრენდს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...