0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განათლება ძალადობის წინააღმდეგ - „მირაბალდები“ Tegeta.care-ზე

რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ წიგნს, განწყობას, რომელიც მცირე დეტალებს მოაქვს?

 

სახელმწიფო თავშესაფრებში მცხოვრები ძალადობაგამოვლილი ქალების ტრავმულ გამოცდილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებმა“ მყუდრო ოთახი, წიგნები და ფიქრის შესაძლებლობა დაუპირისპირა, როგორც გადარჩენისა და ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების ინსტრუმენტები. ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს - დაარსდა, მიმართულია ქალების გაძლიერებაზე მათი განათლების გზით. „მირაბალდების“ სლოგანიც ამ ძირითად მიზანს ეპასუხება: „განათლება ძალადობის წინააღმდეგ“.

 

ქალების გაძლიერებისკენ მიმართული ორგანიზაციის დამფუძნებელი იურისტი და ქალთა უფლებების დამცველი ნინი მირაბალდია. „მირაბალდების“ შექმნის იდეა სამაგისტრო თემაზე მუშაობისას, ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ გაუჩნდა. იქამდე კი მსგავსი დაწესებულების სპეციფიკას ავსტრიაში გაეცნო, სადაც, საქართველოსგან  განსხვავებით, ყველა პირობა იყო ძალადობის მსხვერპლთა რესოციალიზაციისთვის.

ნინი მირაბალდი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ დამფუძნებელი: „ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეგრძნოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან; რომ მათ ხედავენ და მათი  არამატერიალური საჭიროებები ისევეა აღქმული, როგორც მატერიალური. შევეცადე, რომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაში ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა. მაგალითად, ავსტრიაში აღფრთოვანებული დავრჩი, როგორ ზრუნავს სახელმწიფო ძალადობაგამოვლილ ქალებზე; როგორ პირობებს უქმნის მათ ახალი ცხოვრების დასაწყებად. საქართველოში რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდა: ნაცრისფერი სივრცე, სადაც ქალებს არ ჰქონდათ წიგნები, ბავშვებისთვის - სათამაშო ადგილი, ზოგადად, არ ჰქონდათ არანაირი რესურსი, რათა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ. სწორედ ამის შეცვლა და გაუმჯობესებაა ჩვენი მთავარი მიზანი.“

 

ორგანიზაციის სახელწოდება დომინიკელი აქტივისტების, დები მირაბალების სახელს უკავშირდება, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ ბრძოლას ემსხვერპლნენ. 5 წლის განმავლობაში ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ პროექტს შორის „მირაბალდებში“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ძალადობის მსხვერპლ ქალთა სახელმწიფო თავშესაფრებში, „26 მაისის ქალების“ სახელობის საგანმანათლებლო ცენტრების გახსნას. გასულ წელს ამ საგანმანათლებლო ოთახებით 150-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა.

 

ცვლილების გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური დამოუკიდებლობაა, რადგან თავშესაფარში მოხვედრილ ძალადობაგამოვლილ ქალებს არ აქვთ წასასვლელი, შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ პროფესია. ორგანიზაციის მიზანია, სწორედ ამ კუთხით დაეხმაროს ქალებს, მისცეს მათ განათლება და შემდგომში - დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. „მირაბალდების“ ბაზაზე ფუნქციონირებს სოციალური საწარმო, სადაც უბის წიგნაკები, სანიშნეები და სხვა მსგავსი ნივთები კეთდება. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ორგანიზაციის სოციალური პროექტების დაფინანსებას ხმარდება.

„მირაბალდების“ ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგია“, რომელმაც ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განათავსა და ამით საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მისცა.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალები არაერთ სოციალურ სტიგმასა და სირთულეს აწყდებიან. ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია. მათ შორისაა განათლება, რომელიც ძალადობის მსხვერპლს საშუალებას აძლევს, სხვა პერსპექტივიდან დაინახოს რეალობა, გაიგოს საკუთარი უფლებები, თავი დაიცვას და უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს. ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება „მირაბალდები“. იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობის მხარდამჭერი ნებისმიერი მსურველი გახდეს, ორგანიზაცია ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე დავამატეთ. აღსანიშნავია ის, რომ Tegeta.care-ზე სწორედ ის ბენეფიციარები გვყავს გაერთიანებული, რომლებიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობას ახორციელებენ და გარდა დონაციის შესაძლებლობისა, ჩვენ მათთან პარტნიორობით არაერთ პროექტს ვახორციელებთ.“ 

 

ქალების გაძლიერების მიზნით საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობაში თუნდაც მცირედი წვლილის შეტანას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. გადამწყვეტია სურვილი -  ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ქალები არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ ძალას იპოვიან, რომ ფეხზე მყარად დადგნენ და სამომავლოდ სხვა ქალებიც გააძლიერონ.

 

--

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...