„ჯილი საქართველო“ ახალი მოდელების წარსადგენად ემზ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
|
თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, ეუფლებოდნენ მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლეს საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობა – მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.
კურსის ფარგლებში, მონაწილეები, გუნდებად მუშაობდნენ და ბოლოს, საკუთარი პროექტები წარადგინეს, რომელთა შორისაც იყო მენტალური ჯანმრთელობის ჩატბოტი. მის შექმნაზე, ის მოსწავლეები მუშაობდნენ, რომლებმაც მანამდე, თიბისის ტექსკოლაში, ჩატბოტების შექმნის კურსი გაიარეს.
„კომუნიკაციების სახელოსნოში დეტალურად და საინტერესოდ შევისწავლეთ, თუ რას ნიშნავს რეალურად კომუნიკაცია. ადრე თუ ვთვლიდი, რომ კომუნიკაცია ჩემი ძლიერი მხარე იყო, კურსის ფარგლებში ნელ-ნელა ვიაზრებდი მის სიღრმისეულ ნაწილს. კურსის დახმარებით, დღეს გამართულად შემიძლია საჯარო პრეზენტირება, ისევე როგორც პატარა აუდიტორიის წინაშე, საკუთარ თავთან და ერთ ადამიანთან კომუნიკაცია. ამ ყველაფერს მიღმა, აღსანიშნავია, რომ პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კომუნიკაციებთან ერთად, შეისწავლი საკუთარ თავს, ხვდები თუ როგორ შეგიძლია ამ ყველაფრის გადაანალიზება, ჯგუფურ მუშაობასთან ერთად, იაზრებ საკუთარ პასუხისმგებლობას და საბოლოოდ, ქმნი პროექტს, რომელშიც ერთიანდება შენი უკვე არსებული და შეძენილი ცოდნა და გამოგაქვს იმ სახით, რომ აღნიშნული პროექტით დაეხმარო შენს შერჩეულ აუდიტორიას,“ - ელენე ფურცელაძე, თიბისის ტექსკოლისა და კომუნიკაციების სახელოსნოს კურსდამთავრებული
„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნოში, თიბისის ტექსკოლის კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ, რომ კომუნიკაციების უნარები მეტად განევითარებინათ. მოხარული ვარ, რომ მონაწილეებმა ორივე პროექტში მიღებული ცოდნა შეაჯამეს და დამოუკიდებლად შეძლეს, ძალიან ღირებული პროდუქტების შექმნა,“ - მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.
კომუნიკაციების სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან ერთად, უფროსკლასელები ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს კი უზრუნველი მომავლის საწინდარია.
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას &...
12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...
თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...
PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. მსოფლიოს განვითარებული ქვ...
კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები