ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...
სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“ და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფერ...
|
„ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც ამიერ კავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვების მაჩვენებელი 93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვების მიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილი დაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.
გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარკავკასიის“ დირექტორი: „ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი იყო. მათ შორის უპირველესია ის, რომ VOLVO-ს პოპულარობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე რეგიონის ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ახალი შოურუმისა და სერვის ცენტრის გახსნა, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან ემსახურება მომხმარებელს. ჯამური გაყიდვების მაჩვენებლებზე საგრძნობლად იმოქმედა აზერბაიჯანის ბაზარზე დაფიქსირებულმა ზრდამ, რომელიც პირველად მიუახლოვდა საქართველოს გაყიდვებს. ერთ-ერთი ფაქტორი Volvo-ს სამოდელო რიგის მრავალფეროვნებაა, მოთხოვნა გაზრდილია პრემიუმ კლასის როგორც ე.წ. „Mild hybrid“, ისე„Plug-in hybrid“ მოდელებზე, აქტიურია „Volvo-ს“ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელებიც“.
რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადი XC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნეს კლასის სედანი S90-ია. წინა წელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.
დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანი გაყიდვების 27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასიაში“ მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთები „ვოლვოქარ საქართველოს“ მიღებული აქვს. EX30 ბაზარზე პრემიუმ ხარისხითა და კონკურენტული ფასით შემოდის.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანში ახალი შოურუმი გაიხსნება და საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია განხორციელდება. ეს ფაქტი დადებითად იმოქმედებს ბრენდის პოპულარობაზე და გაყიდვების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით. დიდ იმედებს ვამყარებთ EX30-ზე, Volvo-ს სრულად ელექტრიფიცირებულ მოდელზე, რომელიც ძალიან კონკურენტული ფასით შემოვა ბაზარზე. ასევე წლის ბოლოს ველოდებით VOLVO-ს ფლაგმანს, სრულად ელექტრულ EX90-ს, რომლის მიმართაც ინტერესი უკვე დიდია. ასევე ვმუშაობთ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრების ათვისებაზე და, ჯამში, 2024 წლის 60%-65%-იანი ზრდით დახურვას ვგეგმავთ“.
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Volvo Cars-ისელექტრიფიცირებული მოდელების ხაზის გაყიდვები, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით, 24 %-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჯამში გაიყიდა 33,558 ელექტრო ავტომობილი, რაც საერთო გაყიდვების 42 პროცენტს შეადგენს გლობალურად.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერ კავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგა წვის ძრავიანი უახლესი მოდელები და ელექტრომობილები. შოუ რუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ვებ გვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად დაათვალიეროს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
სიცოცხლე და უსაფრთხოება - ამ ღირებულებების გარშემო „ვოლვო ქარ საქართველო“ და ექიმები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, კომპანიამ სამედიცინო სფერ...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდე...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის “ფრილანსერების და ბიზნესის” თემა...
თიბისის გამორჩეული პროდუქტი - “განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთა...
თიბისი კაპიტალმა გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო. ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომ...
თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting &mdash...
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები