2 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჰოსპიტალური ქსელი ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს ბანკისა და თიბისის მხარდაჭერით უკვე თბილისში ოპერირებს

საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი - "ჯეო ჰოსპიტალსი“ უკვე თბილისშიც ოპერირებს. ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა საქართველოს ბანკისა და თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. ჰოსპიტალური ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი“ „თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ სახელით ფუნქციონირებს. კლინიკა 250 საწოლზეა გათვლილი  და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მათ შორისაა: პედიატრია, ინსულტის მართვა, კარდიოლოგია (ინტერვენციით), აბდომინალური და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია და სხვა.

 

კლინიკის ძირითად მიმართულებებს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვა.

 

 „2 წლიანი მუშაობის შედეგად, ახალმა მენეჯმენტმა პაციენტებს მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა. თბილისის „ჯეო ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს სრულ ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარულ მომსახურებას; დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებით, პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“ - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა.

           

„საქართველოს ბანკისთვის სამედიცინო სექტორის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და „ჯეო პოსპიტალსის“ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რაც აღნიშნული სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. ჰოსპიტალური ქსელი 25 დაწესებულებით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს ხუთ რეგიონშია წარმოდგენილი. თბილისში სამედიცინო ცენტრის ახალი ქსელის გახსნა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიზნესი სწორი მიმართულებით მიდის და ვითარდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს, რითიც კიდევ უფრო აძლიერებს ჯანდაცვის სფეროს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ჯანდაცვისა და განათლების სექტორის უფროსმა, მარიამ გოდუაძემ  კორპორაციული საბანკო დეპარტამენტიდან.

 

„ჯეო ჰოსპიტალსთან 2011 წლიდან, მათი დაფუძნების პირველივე დღიდან ვთანამშრმოლობთ. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ქსელის გაფართოების ფარგლებში, კიდევ ერთი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება გაჩნდა, რომელიც მომხარებელს ერთ სივრცეში შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების ფართო სპექტრს. თიბისისთვის, ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის ბაზრის წილი აღნიშნულ სექტორში - 44%-ს, მიმდინარე პორტფელი კი 380 მილიონ ლარს შეადგენს. კოვიდ პანდემიის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა - რამდენად მნიშვნელოვანია იმ თითოეული ინიციატივისა და პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე ღირებულს - ადამიანის ჯანმრთელობას ემსახურება“, - ამბობს ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.  

 

ინფორმაციისთვის, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო  თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა.

 

 „ჯეო ჰოსპიტალსი“ 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით უკვე 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია; ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ის ჯანდაცვის საკადრო რესურსის მნიშვნელოვანი დამსაქმებელიცაა (კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი). 2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალს“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი შეემატა, რომელიც ქსელის მასშტაბით რეფერალის მიმღები კლინიკაა. ამასთან, თბილისის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი ქვეყანაში  სამედიცინო პერსონალის მზადების ერთ-ერთი მძლავრი ინსტიტუციაა, რომელშიც როგორც დიპლომამდელი, ასევე, დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამები ხორციელდება.   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...