„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საქართველოს რეგიონებში უკვე ერთი თვეა, „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი ტურნე მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროექტი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, „აზროვნების აკადემიის“ ლექტორები, მათ შორის ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, რეგიონებში საჯარო ლექციებს მართავენ. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, მოისმინოს დისკუსია ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორებიც არის - პოზიტიური აღზრდა, პიროვნული განვითარების ეტაპები, თვითშემეცნება, თვითრეალიზაცია და სხვა. დასწრება რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „აზროვნების აკადემიის“ ლექციებზე დასწრებას ხშირად რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ვერ ახერხებენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა საგანმანათლებლო პროექტისთვის და „აზროვნების აკადემიის“ საჯარო ლექციები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ადამიანის შემეცნებითი განვითარება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიმართულებებს მოიცავს საჯარო ლექციები, რომლებიც 10 რეგიონში გაიმართება და რომლებზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება“.
შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, ბათუმსა და ოზურგეთში უკვე ჩატარდა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ორი ლექცია. შეხვედრას ოთხასამდე მსმენელი დაესწრო.
ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგი: „აზროვნების აკადემიის“ შემეცნებითი ტურნეს ფარგლებში, მსმენელებს სხვადასხვა კვლევის შედეგებს ვაცნობთ. შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობს. თავისუფალი ფორმატი გვაძლევს საშუალებას, მოვისმინოთ მსმენელის მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოქალაქეები სვამენ შეკითხვებს და ერთვებიან დისკუსიაში. ბათუმსა და ოზურგეთში გამართულმა ლექციებმა ადგილობრივების დიდი დაინტერესება გამოიწვია და შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა“.
პროექტის ფარგლებში, რეგიონებს რვა სპიკერი სტუმრობს: ზურა მხეიძე, ლევან გიგინეიშვილი, ანა ქირია, რეზო კორინთელი, მარინა კაჭარავა, ანდრო დგებუაძე, ნინო ელბაქიძე და ნინო ბუაძე. შეხვედრები რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები