1 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება

Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეციალური პრიზები.

დაჯილდოება საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ტარდება. ნომინანტებისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია „მაგთიკომი“-ს მიერ თითეული ნომინანტისათვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერზე განხორციელებული ზარით. ხმის მიცემა დაიწყება 7 თებერვალს და დასრულდება 14 თებერვალს და იქნება სრულიად გამჭირვალე პროცესი.

ნომინაციაში გაიმარჯვებენ ის სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები, რომლებიც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

Med Award წარმოადგენს უპრეცედენტო შესაძლებლობას, საზოგადოებამ აღიაროს სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები და მათი მიღწევები.

დაჯილდოების მიზანი არის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობის, ფასდაუდებელი შრომისმოყვარეობის, მათ მიერ დარგის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევების დაფასება და აღიარება. ჯილდო ასახავს იმ ძალისხმევას, რომელიც ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და სამედიცინო სფეროს სხვა პროფესიონალებმა გაწიეს იმისათვის, რომ გააუმჯობესონ პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემა.

დაჯილდოება ხელს უწყობს წაახალისოს და მოტივაცია მისცეს როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალგაზრდა ექიმებს. მისი მიზანი არა მხოლოდ მიღწევების აღიარებაა, არამედ წახალისებაც, რომ ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააგრძელონ მუშაობა ახალი, ინოვაციური სამკურნალო მეთოდების დანერგვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

დაჯილდოება Med Award-ს Georgian Medical Tourism Group - GMTG სამედიცინო ტურიზმის პლადფორმის ორგანიზებით ტარდება. GMTG საქართველოში არსებულ სამედიცინო და ტურისტულ მომსახურებებს აერთიანებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს სამედიცინო მომსახურებების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე გუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ კონსულტაციას მომსახურების თაობაზე და არის დამაკავშირებელი რგოლი მომხმარებელსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...