1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული საწარმო ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. ერთ-ერთი მონაწილე კი “ALLPRINT”-ია.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ბეჭდვის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. დღეისათვის კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 40-მდე ადამიანია ჩართული. “ALLPRINT”-ი როგორც დიზაინის შექმნას, ასევე სარეკლამო პროდუქციის ბრენდირებას უზრუნველყოფს.

 „დღეისათვის ALLPRINT-ი სარეკლამო წარმოებისთვის საჭირო ყველა დაზგა-დანადგარითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მობილურობა ვაქციოთ და შესაბამისად, უმოკლეს დროში შევასრულოთ დიდი მოცულობის სამუშაო. ჩვენი მიზანია, გვყავდეს მუდამ კმაყოფილი მომხმარებელი, ვიყოთ ინოვაციურები და ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სწორედ ამიტომ, წარმოების პროცესში მხოლოდ მაღალი ხარისხის სარეკლამო მასალებს ვიყენებთ და მუდმივად ვცდილობთ, ვიპოვოთ განვითარების ახალი შესაძლებლობები. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მიღებაც ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ექსპორტის და სხვა მიმართულებებით გავლილი ტრენინგების ფარგლებში, მივიღეთ გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ წარმოება და მომხმარებელს მეტი სიახლე შევთავაზოთ“- აცხადებს “ALLPRINT”-ის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილი.

"საქართველოს ბანკი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. პროგრამა მონაწილე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. მინდა, წარმატება ვუსურვო “ALLPRINT”-ს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...