1 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები

საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი.

 

სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

 

წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით ავითარებენ.  ეს გუნდები არიან BRAINS, Elves, W.A.T, Qminds,  Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები, მწვანე მომავალი, SoSSer Group,  იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.

 

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, კონკურსის პარტნიორია თიბისი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წლებში გამარჯვებული გუნდები აშშ-ში გაემგზავრნენ და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. თიბისი კონკურსის უცვლელი მხარდამჭერია წელსაც და იგი რჩეული გუნდისთვის სტიპენდიას აწესებს.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.

 

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა  Goal Digger-ს, შექმნა „რობოტი მასწავლებელი“ - ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე „კოლეგა“. ის მოსწავლეს ასოების, ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება. 

 

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა „სმარტ კოსტუმი“ ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.

 

კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves-მა მოიპოვა. მათი პროექტის ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.

 

Elves-ის წევრის, მარიამ მიქაძის თქმით, კონკურსის განმავლობაში მისი და მისი თანაგუნდელების გამოცდილება ამაღლდა. “ჩვენი გუნდი გაიზარდა, მოგვეცა საშუალება დავლაპარაკებოდით ჟიურის წევრებს, ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებს, წარგვედგინა ჩვენი პროექტი, მოგვესმინა მათი აზრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გვაძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება და უყვარს ინოვაციებით სავსე ახალგაზრდობას”.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...