ბიზნესი
თიბისის ახალი ინიციატივა სტუდენტებისთვის - დაზოგე თანხა უნივერსიტეტის კაფეტერიაში
2025-03-28 19:45:39
თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში.
გახსოვდეთ, რომ შეთავაზება მოქმედებს ყოველდღე, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.
უნივერსიტეტები, სადაც შეგიძლია ისარგებლო თიბისის შეთავაზებით:
· საქართველოს უნივერსიტეტი
· ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
· ევროპის უნივერსიტეტი
· კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
· კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
· ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
· სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
· GIPA
ასე რომ, თუ ხარ 18-23 წლის, სტუდენტი, თიბისისგან ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროდუქტი და შეთავაზება შეგიძლია მიიღო.
აქვე, შეგახსენებთ ახალი თიბისი ბარათის უპირატესობებს, რომელიც სტუდენტებისთვის საუკეთესო არჩევანია. თიბისი ბარათით შეგიძლია:
· ნებისმიერ ტერმინალზე ყოველი გადახდისას დააგროვო 0.5%;
· დააგროვო 2-ჯერ მეტი (1%) შერჩეულ კატეგორიაში - სურსათი, ფარმაცია, საწვავი;
· საკომისიოს გარეშე გაანაღდო თანხა ნებისმიერი ბანკომატიდან;
· გადაიხადო თვეში 5 კომუნალური, საკომისიოს გარეშე;
ახალი თიბისი ბარათის აღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ, თიბისის მობაილბანკიდან, სულ რაღაც 40 წამში.
კომენტარები