1 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ყვარელში დაარსებული „ქართული სამეფო ღვინო“ განვითარდა

კომპანია “ქართული სამეფო ღვინო” (GRW) რევაზ ყარალაშვილმა ქალაქ ყვარელში 2012 წელს დააარსა.  GRW საოჯახო ღვინის კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოებს და ექსპორტზე გააქვს 20 ქვეყანაში.

 

ყარალიშვილების ოჯახი უკვე მეხუთე თაობაა მეღვინეობით არის დაკავებული. თამაზ ყარალაშვილი, რევაზის მამა, იმ მხარეში ცნობილი მეღვინეა და კომპანიაში მთავარი მეღვინის ფუნქციაც საკუთარ თავზე აქვს აღებული.

 

გამოცდილი მეღვინეები, ოჯახური ტრადიცია, ღვინის დაყენების  ტრადიციული  და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის ქართული სამეფო ღვინო შესთავაზონ.

 

“2020 წელს სრულიად ახალი ღვინის საწარმო ავაშენეთ, თანამედროვე ტრენდების და ტექნოლოგიების  გათვალისწინებით. ამჟამად წელიწადში 2 მილიონ ბოთლ 15 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ყვარელი ქინძმარაულის ზონაა და ჩვენი ქინძმარაულიც ყველაზე პოპულარული სახეობაა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ დასავლეთის ღვინოებიდან რამდენიმეს წარმოებაც დავიწყოთ”, - ამბობს რევაზ ყარალაშვილი, კომპანია GRW-ის დამფუძნებელი.

 

ყველაზე დატვირთული სეზონი რთველზეა, ამ დროს ყურძენს კრეფენ საკუთარი ვენახებიდან, ხოლო ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობიდან იბარებენ. წელს დაგეგმილია 1500 ტონა ყურძნის მიღება.

 

GRW-ის ღვინის 95 % ექპორტზე იყიდება ევროპის და აზიის ქვეყნებში, ახლახანს იაპონიის ბაზარზეც გავიდნენ.

 

“ქართული სამეფო ღვინო” წლების განმავლობაში თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ვითარდებოდა, სულ მალე ქარხანაში დაამონტაჟებენ წარმოების ახალ ხაზს, რომელიც ეროპაში შეიძინეს და მისი დახმარებით, შესაძლებელი გახდება ქარხნის წარმადობა 3 მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...