1 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.

თიბისის ტექსკოლაში 2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები.

კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 მარტის ჩათლით გაგრძელდება.

არ გადადო, აირჩიე შენთვის სასურველი კურსი და გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე:

·         ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)

·         UI/UX დიზაინი

·         ვებგვერდების პროგრამირება (Back End - Python)

·         მობილური აპლიკაციების შექმნა

·         გრაფიკული დიზაინი

·         ციფრული მარკეტინგი

·         ფოტო-ვიდეოგრაფია

 

თიბისიმ, ტექსკოლა გასულ წელს დააარსა და მას უკვე 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სასწავლო პროგრამები ჯეოლაბთან პარტნიორობით შეიქმნა და განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ტექსკოლის კურსების გავლის შემდეგ, თიბისი გაძლევთ შესაძლებლობას სწავლა უკვე თიბისის IT აკადემიაში  გააგრძელოთ.

თიბისის თავისი საგანმანათლებლო მიმართულებებით, იქნება ეს - ტექსკოლა, IT აკადემიის პროგრამები თუ თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, ქმნის პლატფორმებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის და ინტერესის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ახალ პროფესიებს ან გაიღრმაონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:38

    „თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინ...

    21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“  მხა...

  • 13:03

    თიბისი ტექსკოლის რეგისტრაციების დასრულებამდე სულ ც...

    თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...

  • 12:53

    თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმო...

    მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.   ია...

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...