თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
|
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო.
ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან.
ფორუმზე თიბისი ჯგუფის (TBC Group PLC) დელეგაციას ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. სადისკუსიო პანელებში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკი უზბეკეთისა და Payme უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი თეთრაშვილი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ციფრული პროგრესის მნიშვნელობას, უზბეკეთის ბაზრის მიმზიდველობას და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ფინანსურ ჩართულობაზე.
“მოხარული ვარ, რომ თიბისი ჯგუფი, მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ბოლო 12 წლის განმავლობაში. თიბისი ჯგუფს EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რომელიც უკვე ორ ათწლეულს ითვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიბისი უზბეკეთის გაფართოებაში, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, 2021 წელს თიბისი ბანკი უზბეკეთის კაპიტალის მოცულობის ზრდაში მიიღო მონაწილეობა. პირველი შენატანის სახით, თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარი განახორციელა. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას 2024 წლამდე გააგრძელებენ.
სამარყანდის ფორუმმა თემების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის: უზბეკეთის საინვესტიციო პერსპექტივა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები; უკრაინასთან ომით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევები; დიჯიტალიზაცია განვითარებად ბაზრებზე და ფინანსური ჩართულობა.
შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...
ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...
თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები