თიბისი აგრობიზნესისთვის - ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის...
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ. გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებ...
|
„თეგეტა მოტორსის“ „დიზელ-ცენტრის“ ლაბორატორიას კიდევ ერთი, თანამედროვე,DAYEL-ის ბრენდის EURO 6 -ის სტანდარტის დანადგარი შეემატა. უახლესი აღჭურვილობითახლა უკვე EURO 6 სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისიც ხელმისაწვდომი გახდა.
EURO 6-ის სერტიფიკატი გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემაა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებსარეგულირებს. ემისიების შემცირების მიზნით თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ,შექმნან და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები.
EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოები და მიკროავტობუსები საქართველოში უკვე ოპერირებენ. მათი საწვავის მიწოდების სისტემა განსხვავებული, უფრო ეფექტური მფრქვევანებისადა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. შეცვლილია პროგრამული უზრუნველყოფაც. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის ავტომობილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას სპეციალური დანადგარი სჭირდება. DAYEL EURO 6კი სწორედ „ევრო სტანდარტის“ დადგენილების შესაბამისი სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისშეკეთებას უზრუნველყოფს.
ჯონი ბარიშვილი, დიზელების სერვისცენტრის მენეჯერი: „თეგეტა მოტორსი“ ყოველმხრივ ცდილობს, ფეხი აუწყოს ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები. სწორედ მათ შორისაა სერვისი EURO 6 სტანდარტის მქონე სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისთვის, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას.
ახლა უკვე ვფლობთ დანადგარს, რომელიც სრულად გადაჭრის აღნიშნულ ძრავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. უახლესი აღჭურვილობით Euro 6-ისსტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. გვყავს გუნდი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მზად ვართ,EURO 6 -ის სტანდარტის ავტომობილებსაც მოვემსახუროთ. ახალი დანადგარი „თეგეტა მოტორსმა“ 2 თვეა, რაც შეიძინა და შესაბამისი სერვისი უკვე დაახლოებით 500-ამდე მომხმარებელს გავუწიეთ“.
დიზელის ძრავიანი ავტომობილების თანამედროვე სერვისის მიღება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი - წლებია, რაც ეს ფილიალი დიზელზე მომუშავე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკასემსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს და ამიტომაც ის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ. გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებ...
5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ...
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტ...
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...
თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები