0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია

 

  • თეგეტამსაავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა

თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მონაწილე თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრები „თეგეტას“ ესტუმრნენ. ისინი ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნენ. დელეგატები „თეგეტას“ სათავო ოფისს ეწვივნენ და აქვე გაეცნენ Lamborghini-ს შოურუმის მშენებლობის მიმდინარეობას. დაათვალიერეს თეგეტას სათავო ოფისის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი BENTLEY-ს შოურუმი, ასევე Destination Porsche კონცეფციით შექმნილი „პორშე ცენტრი თბილისიც“.

თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოთქვეს „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესსაქმიანობაზე და სერვისის, შოურუმისა და სასაწყობე სივრცეების თანამედროვე კონცეფციებს გაეცნენ.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსისპროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტაწლებია მნიშვნელოვან სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში და სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი ხშირ შემთხვევაში სტუმრებისთვის ძალიან ნოვატორული და გამორჩეულია. ასე მოხდა თურქეთის ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების სტუმრობის შემთხვევაშიც, მათ დიდი ინტერესი გამოთქვეს და დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ასევე საქმიანობა. ვიზიტის ფარგლებში მათ ჩვენი მიმართულებები გავაცანით და ვისაუბრეთ იმ მულტიპროფილურ სივრცეებზე, რომლებსაც თეგეტა აერთიანებს“.

თურქეთის დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ „თეგეტა მოტორსის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში. ამიერკავკასიის რეგიონში პირველად აღნიშნული ფილიალი სატვირთო და კომერციულ ავტომობილებს, ასევე ავტობუსებს ერთ სივრცეში მოემსახურება. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიიღებს. დელეგაციის წევრები ფილიალის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედებულ და მშენებლობის პროცესში მყოფ სივრცეებსაც გაეცნენ.

სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმი, რომლის ფარგლებშიც თურქეთის დელეგაცია თბილისს ეწვია, 17-19 მარტს გაიმართა. მასში „თეგეტას“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...