1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი - „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე სივრცეებსაც აერთიანებს, ორი ფაზისგან შედგება.

 

პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, დაგეგმილია 2 საცხოვრებელი ბლოკისა და მათ გარშემო სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მეორე ფაზის ფარგლებში კი, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელი, ბიზნესცენტრი და მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდება. მეორე ფაზის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

 

კომპლექსის პირველი ფაზა ჯამში 186 ბინას, 3000 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს და ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს. მანქანებისგან თავისუფალი, შიდა, გამწვანებული ეზო კეთილმოწყობილი იქნება სარბენი, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, საბავშვო სათამაშო მოედნებით, ელექტრო სკუტერების სადგომებითა და დამტენებით.

 

კომპლექსის მეორე ფაზა 1500 კვ.მ ფართობზე A კლასის ოფისებს, 3100 კვ.მ კომერციულ სივრცეს, კვების მოლს, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელს, გამწვანებულ ტერასებს, საცხოვრებელ ბინებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს.

 

კომპლექსი უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალით შენდება, რომელიც ხმის და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს და მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს კომუნალური ხარჯები 40%-ით დაზოგონ.

 

პროექტის მაცხოვრებლები - სახანძრო სისტემის, დასუფთავების, გამწვანებისა და მებაღეობის სერვისებით, ასევე უსაფრთხოების 24 საათიანი ინსპექტირებით ისარგებლებენ.

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მშენებლობის პროცესშივე ისარგებლოთ თიბისის გამარტივებული იპოთეკური სესხის პირობით.

 

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...