1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეხვდი ახალ წელს გამართული ავტომობილით - „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს

 

საახალწლო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“ უკვე ტრადიციად იქცა. კომპანიამ საკუთარ მომხმარებელს წელსაც განსაკუთრებული აქციები მოუმზადა, რომლებიც ავტომფლობელებს  მანქანის გამართვაში დაეხმარება. უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის  ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ გამართული ავტომობილია,  განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურა მძღოლებისთვის დამატებითი დაბრკოლებაა.  

40%-იანი ქეშბექი YOKOHAMA-ს, CONTINENTALI-სა და RIKEN-ის საბურავებზე

ზამთარში გზის სავალი ნაწილის თოვლით ან ყინულით დაფარვა ჩვეული მოვლენაა. ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს ეხება, არის საბურავი. მხოლოდ ეს ერთი მიზეზიც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ უნდა შევიძინოთ ახალი საბურავები. „თეგეტა მოტორსი“ 40%-იან ქეშბექს გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის YOKOHAMA-ს, CONTINENTALI-სა და RIKEN-ის საბურავებზე. ამ აქციით სარგებლობის შესაძლებლობა მომხმარებლებს 30 დეკემბრის ჩათვლით ექნებათ.

40%-იანი ქეშბექი ზეთებისა და ფილტრების სრულ ასორტიმენტზე

ძრავა ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ძირითადად მის გამართულად მოძრაობაზეა დამოკიდებული მანქანის გადაადგილება. ძრავა არაერთ მოძრავ დეტალს აერთიანებს და მათ აუცილებლად სჭირდება შეპოხვა-დაცვა გადახურებისა და კოროზიის პრევენციისთვის. სწორედ ამ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ძრავის ზეთი. უნდა გავითვალისწინოთ ავტომწარმოებლების მიერ დადგენილი სტანდარტი და კონკრეტული გარბენის ან დროის მონაკვეთის შემდეგ ძრავის ზეთი და ფილტრი შევცვალოთ. „თეგეტა“ საშუალებას გაძლევთ, თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ხარისხის ზეთი შეიძინოთ და გადახდილი თანხის 40% „თეგეტას“ ბარათზე დაიბრუნოთ. აღნიშნული შეთავაზება 30 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

ავტომობილის შემადგენელი დეტალები ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. მათ შორის არის აკუმულატორი. ზამთრის სიცივე აკუმულატორში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე განსაკუთრებულად მოქმედებს. თუ თქვენს აკუმულატორს მცირე სამუშაო რესურსი აქვს დარჩენილი, შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს საკმარისი ენერგიის გამომუშავება, რაც ძრავის დაქოქვას შეუძლებელს გახდის. მსგავსი უსიამოვნო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აკუმულატორი უნდა შევამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში ახლით შევცვალოთ. „თეგეტაში“ შესაძლებელია, შემოწმდეს აკუმულატორის დარჩენილი სამუშაო რესურსი. საჭიროების შემთხვევაში კი ახალი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.

25%-იანი ფასდაკლება ანტიფრიზზე

ზამთარი საქართველოში დაბალი ტემპერატურითა და მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ავტომობილი შესაბამის მომზადებას საჭიროებს. ზამთრის დადგომასთან ერთად, ანტიფრიზის როლი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ მასზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ოპტიმალურ ტემპერატურას ძრავის გაგრილების სისტემაში არსებული სითხე. პრევენციული ზომების მიღების გარეშე, დიდია ალბათობა, რომ ძრავა ან ძრავის შემადგენელი მნიშვნელოვანი დეტალები მწყობრიდან გამოვიდეს. შეამოწმეთ „თეგეტაში“ თქვენი ავტომობილის ანტიფრიზი და საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან ზამთარში თქვენ - მშვიდად, თქვენი ავტომობილი კი დაცული იყოს.

40%-იანი ქეშბექი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე

ახალი წლის პერიოდში გზებზე  მობილობა საგრძნობლად იზრდება. გახშირებული მოძრაობის დროს კი ავტომობილის გამართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ მას უკავშირდება ჩვენი და მგზავრების უსაფრთხოება და კომფორტი. ავტომობილის ერთი დეტალის მწყობრიდან გამოსვლაც კი არასასიამოვნო შემთხვევის დადგომის რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დაზიანებული ან/და რესურსამოწურული ნაწილის ჩანაცვლება. ერთი დეტალის დაზიანებაც კი ხშირად სხვა ნაწილებზეც უარყოფითად აისახება. იმისათვის, რომ ამ ჯაჭვური პროცესით გამოწვეულ უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდოთ, შეიძინეთ თქვენი ავტომობილისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ნაწილები „თეგეტა მოტორსში“ და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40% ქეშბექის სახით.

40%-იანი ქეშბექი TOPTUL-ის დანადგარებსა და ინსტრუმენტებზე

„თეგეტა მოტორსის“ საახალწლო აქციები ვრცელდება როგორც ავტომობილის დეტალებზე, ისე დანადგარებსა და ინსტრუმენტებზე. თუ თეგეტაში შეიძენთ TOPTUL-ის დანადგარებს ან ინსტრუმენტებს, გადახდილი თანხის 40% „თეგეტა მოტორსის“ ბარათზე დაგიბრუნდებათ. აღნიშნული შეთავაზება 30 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...