„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორს...
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
|
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხვადასხვა ქართული კომპანიიდან და უნივერსიტეტიდან, რომელთაც რამდენიმე გუნდის წარდგენა შეეძლოთ, ჯამში 334-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
თიბისი სახელით მონაწილე გუნდებიდან ერთ-ერთმა, თიბისის მარკეტინგის ბრენდ მენეჯერებმა - ქეთო შურღაიამ და ანკა ნაცვლიშვილმა მარკეტერის კატეგორიაში ოქრო მოიპოვეს.
საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება. კონკურსში, სხვადასხვა წლებში, თიბისის გუნდის წევრებმა მარკეტერის კატეგორიაში, ჯამში, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.
წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულები და საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 4 აპრილს, 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ:
1. Marketer - ქეთო შურღაია, ანკა ნაცვლიშვილი (TBC)
2. Digital - თამარ ხუციშვილი, ნელი ბობოხიძე (REDBERRY)
3. PR - ნიკოლოზ ნინიძე, საკო ტვილდიანი (AT.GE)
4. Design - ნინო ყაველაშვილი, დანიელ გრიგორიანი (Holy Motors)
5. Film - დავით წაქაძე, თეკლე დარჩიაშვილი (Industria)
6. Print - გიორგი ჯაფარიძე, ლუკა სააკაშვილი (Free University of Tbilisi)
გამარჯვებული გუნდები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, სადაც თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.
„თიბისისთვის ახალი თაობისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა ძალიან ღირებულია, ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანის ახალგაზრდული შეჯიბრის მხარდაჭერა. ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, მონაწილეები საინტერესო გამოწვევებზე მუშაობენ და ღირებულ გამოცდილებას აგროვებენ. გამარჯვებულებს კი კანში განსაკუთრებული შეჯიბრი ელით, სადაც ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. ვგულშემატკივრობთ ახალგაზრდა პროფესიონალებს და გვჯერა, რომ მათ სახელს მალე უფრო ფართო აუდიტორია გაიგებს“ - მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ბრენდის მარკეტინგის ლიდერი.
ფესტივალზე წელს ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცა გიორგი ოკმელაშვილს.
თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ. ა...
რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის, „ადამიანის“ შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხე...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები