1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.

 

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია. ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.

 

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.

თავად აშშ-ის არჩევნების კუთხით, თავისთავად, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. საკუთრივ, ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.

 

ასევე, მართალია ნავთობის ფასების შესაძლო შემცირება საქართველოში იმპორტისა და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და ინვესტიციების მხრივ. ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...