ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
სს „ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. პირველი ტრანში - 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები, „გალტ & თაგარტის“ დახმარებით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. მეორე ტრანშის გამოშვება კი 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.50%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 23 დეკემბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტია“.
„2018 წლიდან, ჩვენი კომპანიისთვის ეს გახლავთ ობლიგაციების რიგით მესამე განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „ლისი დეველოპმენტის“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და დადებით მოლოდინებზე კომპანიის მიმართ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პოსტ პანდემიისა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, წარმატებით შესრულებული განთავსება „გალტ & თაგარტისა“ და „ლისი დეველოპმენტის“ მაღალპროფესიონალური გუნდის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ გაწეული შრომისათვის.“, - განაცხადა „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა.
„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „ლისი დეველოპმეტის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავსი ტრანზაქციების მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები