თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე„თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულებაგაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, დეივიდ ბლადმა და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.
192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემია“, თავის პარტნიორებთან -ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს, რომელთათვისაც „თეგეტა აკადემია“ სიმულატორს შეიძენს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარია.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოგვეცემა საშუალება, გადავამზადოთ მძიმე ტექნიკის ოპერატორები და მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება ბიზნესს შესაბამისი კადრების მომზადებაში, მეორე მხრივ კი შევძლებთ, ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ ეს პროფესია. „თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ, ამ საგანმანათლებლო პროექტის დახმარებითსფეროს განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“.
პროგრამის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“,პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადებისა და გადამზადების სამ-სამ პროგრამას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის. თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრულყოფილი და სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნის მიღება. პროგრამა მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მისცემს შესაბამის ცოდნას დადაეხმარება კვალიფიციური უნარების გამომუშავებაში.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია„თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები