ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივი საბანკო-საფინანსო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის გაერთიანდა. ყოველწლიური გლობალური ინიციატივა „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა და ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა, რომლის შესრულებაც საბანკო-საფინანსო სექტორს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შეუძლია.
ღონისძიებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინიციატივას წელს თიბისიც შეუერთდა. ღონისძიებაში ბანკის რისკების მართვის ხელმძღვანელი, ნინო მასურაშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო სუქნიძე მონაწილეობდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის ინიციატივებთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვები და გამოცდილება წარადგინეს. მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.
გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მაკინზის უახლესი კვლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებშიც გენდერულად დაბალანსებული, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოა, 15%-ით მეტი შემოსავალი აქვთ. დირექტორთა საბჭოებში ქალების წარმომადგენლობა კი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, პანდემია და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით გამოწვეული კრიზისები გენდერული თანასწორობის კუთხით ამ დრომდე მიღწეულ პროგრესსაც აზიანებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რიცხვის გაზრდით, ქალებზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, მრავალფეროვნების მხარდაჭერითა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, შეუძლია, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, შექმნას თანამშრომლობისა და პოზიტიური ცვლილებების მაგალითები, რომლებიც პერსპექტივაში არა მარტო კონკრეტული ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეც პოზიტიურად აისახება. ღონისძიების მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა.
ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები