ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.
“2021 წლის განმავლობაში, აქტიურად ვაგრძელებდით ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში. პროცესის წარმატებას ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს ყველა მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა განაპირობებს. თიბისის პორტფელი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აღნიშნული ჯილდო კი კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“ვაჭრობის დაფინანსების სექტორი კვლავაც განიცდის Covid 19-ის პანდემიის გავლენას და პროვაიდერები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას. ჩვენი ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებულები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებმაც წარმატებით მოახერხეს ამ გამოწვევებზე რეაგირება და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, საუკეთესო მომსახურების შეთავაზება“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები