თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
20 მაისი, 2021- საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2021”- ის ჯილდო მოიპოვა.
ჯილდო ამ კატეგორიაში გადაეცემათ კომპანიებს, რომელთა მიზანია, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, charte.ge-ს მხარდაჭერა, Zoom Education, „წიგნის თარო“, რის გამოც ბანკმა მოიპოვა კიდეც ჯილდო კატეგორიაში - „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“
პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, რომლებსაც არ ქონდათ ინტერნეტი, Charte.ge-სთან ერთად ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ბანკმა მათ მთელი წლის ინტერნეტის საფასური დაუფარა. შედეგად, ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლის პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება.
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ონლაინ ლექციების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ბანკმა Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა და გადასცა უნივერსიტეტს. შედეგად, ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 68,912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორქშოპი).
პანდემიის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა “წიგნის თაროსთან“ თანამშრომლობით არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შექმნა. პროექტი იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს. ‘წიგნის თაროს“ ონლაინ სკოლა სამ სეზონად დაიყო და ის ახლაც გრძელდება. შედეგად, მივიღეთ 1,383 რეგისტრირებული და აქტიურად ჩართული მოსწავლე.
ჯამში, პანდემიის პერიოდში, საქართველოს ბანკის მიერ დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებით უკვე 25 000-მდე სტუდენტმა და მოსწავლემ ისარგებლა.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g
ინფორმაციისთვის, Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები