რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვის...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
|
25 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 29 მარტს 21:00 საათზე Amazon-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ვებინარი, თემატიკით „Building MVP on AWS” გაიმართება.
Amazon-ის წარმომადგენლები ეგორ შადრინი და ნიკიტა ხარჩენკო განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექ სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებიან, როგორიცაა: პროდუქტის შექმნა, ოპტიმიზაცია, ქლაუდ სერვისების გამოყენება და არქიტექტურის სწორად აგება. ამასთან, პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ ამაზონის ვებ-სერვისებზე (AWS) და მათი გამოყენებით პირველი პროტოტიპებისა და მინიმალური ღირებულების პროდუქტების (MVP) შექმნაზე.
ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
„ფინტექ მიმართულების განვითარება და სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, Amazon-ის მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ვუმასპინძლოთ ამ მიმართულების ვებინარს. ის გზა, რომელსაც სტარტაპები განვითარების ადრეულ ეტაპზე გადიან. არც თუ ისე მარტივია და მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპეტენტურ რჩევებს გამოცდილი სპიკერები გაუზიარებენ. ვებინარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპებს ამ რთული გზის მარტივად გავლაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3ciQyUY
ვრცლად სპიკერების შესახებ:
ეგორ შადრინი Amazon Web-ის გადაწყვეტილებების უფროსი მენეჯერია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან ლოს ანჯელესში, სადაც კომპანიებს აქსელერაციის სრულ პროცესში უწევდა ტექნიკური მიმართულებით მენტორობას. როგორც Amazon Web-ის წარმომადგენელი, ის ავითარებს და ეხმარება სტარტაპ ეკოსისტემებს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
ნიკიტა ხარჩენკო Amazon Web-ში სტარტაპების განვითარების მიმართულებით ეწევა საქმიანობას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის აქტიურად მუშაობდა სტარტაპებთან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და მათ მენტორობას უწევდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბაზრებზე გასვლის სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგი, ბრენდის აგება და ფინანსების მოზიდვა. დღესდღეობით ის სტარაპ ეკოსისტემების განვითარებას უწყობს ხელს უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, სომხეთსა და ყაზახეთში.
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები